ქაიხოსრო III გურიელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ქაიხოსრო III გურიელი''' – (გ. დაახლოებით 1747 შემდეგ), გურიის მთავა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქაიხოსრო III გურიელი“ გადაიტანა გვერდზე „გურიელი ქაიხოსრო III“) |
22:41, 3 სექტემბერი 2024-ის ვერსია
ქაიხოსრო III გურიელი – (გ. დაახლოებით 1747 შემდეგ), გურიის მთავარი. მამია III გურიელის ვაჟი.
გამთავრებამდე ბერად იყო აღკვეცილი. გურიას მართავდა მისი ძმა გიორგი IV გურიელი 1717 მათმა დედამ ელენემ ტახტიდან ჩამოაგდო გიორგი გურიელი, მონასტრიდან გამოიყვანა ქაიხოსრო და გაამთავრა. იმავე წელს გიორგი გურიელმა ოსმალთა დახმარებით დაიბრუნა ტახტი. ქაიხოსრო იძულებული გახდა ქართლში გაქცეულიყო. მან ვახტანგ VI-ის კარს შეაფარა თავი (მისი პაპიდა თუთა ვახტანგ VI-ის დედა იყო). 1741-დან ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში. 1741-დან მეთაურობდა ქართველ ჰუსართა პოლკს.