შუმანი რობერ
(ახალი გვერდი: რობერ შუმანი '''რობერ შუმანი''' – (ფრანგ. Jean-Bapt...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შუმანი რობერ“ გადაიტანა გვერდზე „რობერ შუმანი“) |
00:35, 16 სექტემბერი 2024-ის ვერსია
რობერ შუმანი – (ფრანგ. Jean-Baptiste Nicolas Robert Schuman; 29 ივნისი 1886 — 4 სექტემბერი 1963), ფრანგი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.
1928-დან 1938 ჩათვლით – ელზასისა და ლოთარინგიის საკითხზე საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე.
1940 მარტში შ. რეინოს მთავრობის შემადგენლობაში შევიდა. პეტენას კაბინეტის ჩამოყალიბების შემდეგ (16.VI)
მას შეინარჩუნა თანამდებობა (1940 12. VII-მდე) და ამგვარად მხარი დაუჭირა პეტენის გადაწყვეტილებას საფრანგეთის კაპიტულაციის შესახებ.
1946-47 ბიდოსა და რამადიეს კაბინეტებში ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა.
1947 24.XI დააკომპლექტა თავისი პირველი კაბინეტი, რომელმაც 1948 19.VII-მდე იარსება. მისი შემცვლელის – ანდრე მარის კაბინეტში იგი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, ეს ადგილი მან შემდგომი
მთავრობების დროსაც შეინარჩუნა 1953-მდე.
1955-56 იყო იუსტიციის მინისტრი. აქტიურად უჭერდა მხარს „მარშალის გეგმასა“ და ჩრდილოატლანტიკური ბლოკის შექმნას. 1950 წლის, მაისში გამოვიდა დასავლეთევროპულ სახელმწიფოთა ქვანახშირისა და მეტალურგიული მრეწველობის გაერთიანების გეგმით.