თოერისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''თოერისი''' – დაბალი რანგის ეგვიპტური ღვთება. იყო ხალხური [[რე...) |
მიმდინარე ცვლილება 16:29, 23 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
თოერისი – დაბალი რანგის ეგვიპტური ღვთება. იყო ხალხური რელიგიის ქალღმერთი, რომელსაც ძუ ბეჰემოტის სახით ეთაყვანებოდნენ. ითვლებოდა ქალის ნაყოფიერების მფარველად, მფარველობდა ქალს მშობიარობისას. უნდა აღინიშნოს, რომ მის სახელთან დაკავშირებული იყო ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ფეხმძიმედ ყოფნა“, „აღზრდა“ და „ძიძა“. თებეში ეძახდნენ ოპეტს, დაკავშირებული იყო ისიდასთან და ხორის ძიძად ითვლებოდა. აქ მას პატარა ტაძარიც ჰქონდა კარნაკში, ხონსუს ტაძრის გვერდით, რომელსაც XX-XXI დინასტიების დროს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.