მერტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მერტი''' – (ეგვ. Mrr.t), სატაძრო მუსიკის და საკულტო [[სიმღე...) |
20:10, 30 ოქტომბერი 2024-ის ვერსია
მერტი – (ეგვ. Mrr.t), სატაძრო მუსიკის და საკულტო სიმღერის ქალღმერთი. განსაკუთრებული როლი ეკავა ხებსედის დღესასწაულში, რომლის დროსაც მისი „გაორება“ ხდებოდა: ქვემო ეგვიპტის მერტი თავზე პაპირუსით (ქვემო ეგვიპტის სიმბოლო) გამოისახებოდა, ზემო ეგვიპტის მერტი ლელქაშით (ზემო ეგვიპტის სიმბოლო). გვიანდელ პერიოდში მერტის როლში გვევლინებიან სხვადასხვა ქალღმერთები, განსაკუთრებით ისიდა და ხატხორი. „ორი მერტი“ ასევე ჩვილი ფარაონის აღმზრდელებად წარმოიდგინებოდა.