რამოსე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რამოსე''' – ამონხეტეპ III-ის ბოლო და ეხნატონის მეფობის პირვ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:48, 5 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
რამოსე – ამონხეტეპ III-ის ბოლო და ეხნატონის მეფობის პირველი ვეზირი. ცნობილია თავისი არაჩვეულებრივი სამარხით გურნას ნეკროპოლისში. სამარხის მოხატულობა, სადაც წარმოდგენილია ეხნატონისა და ატონის უძველესი გამოსახულებები, იმდროინდელი ხელოვნების უმშვენიერეს ნიმუშად ითვლება.