სეპა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სეპა''' – ეგვიპტური ღვთაება ასფეხა ცხოველის სახით. უძველესი ...)
 

მიმდინარე ცვლილება 00:53, 10 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

სეპა – ეგვიპტური ღვთაება ასფეხა ცხოველის სახით. უძველესი დროიდან ბოროტი ცხოველებისაგან დამცველად იყო მიჩნეული. უკვე პირამიდების ტექსტებში ვხვდებით სეპას შელოცვებს მათ წინააღმდეგ. თაყვანისცემის ადგილი იყო ჰელიოპოლისიდან გიზეს ნეკროპოლისამდე მდებარე ტერიტორია. აქ გამავალ გზას გვიანდელ პერიოდში სეპას გზა დაარქვეს. ამავე პერიოდში, როგორც მიცვალებულების დამცველი, გახდა ოსირისის ერთ-ერთი გამოვლინების ფორმა ოსირის-სეპას სახით.


[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები