სფინქსი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: [[ფაილი:SFINQSI tUtMOSIS GAMOSAXULEBIt.JPG|thumb|სფინქსი ფარაონ თოტმესის გამოსახულებ...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:40, 11 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

სფინქსი ფარაონ თოტმესის გამოსახულებით

სფინქსი – ეგვიპტურ წარმოდგენაში მეფის ლომთან გაიგივება უძველეს დროში მოხდა და უკვე წინადინასტიურ გამოსახულებებზე მეფე ლომის სახით არის მოცემული. ამ წარმოდგენამ მისცა ბიძგი ფარაონის და მისი დედოფლის ადამიანის თავიან ლომებად გამოსახვას. საგულისხმოა, რომ ამ ფენომენის გამოჩენა დროში ცხოველისთავიანი ანთროპომორფული ღმერთების გამოჩენას ემთხვევა.

სფინქსის სახე მეფეს ადამიანების ზემოთ, ღმერთების სამყაროში ათავსებდა. სავარაუდოდ, 1901 წ. ფრანგი არქეოლოგის, ე. შასინატის მიერ IV დინასტიის ფარაონის, ჯედეფრას პირამიდის მიდამოებში აღმოჩენილ ფარაონის ქანდაკებების ნამსხვრევებს შორის მოძიებული ფარაონის ერთ-ერთი თავის გამოსახულება სფინქსის თავს წარმოადგენს, და ამ შემთხვევაში ეს უძველესი სფინქსი იქნებოდა, მაგრამ რეალურად დღეისათვის უძველესი სფინქსი (ე.წ. „დიდი სფინქსი“) მის მემკვიდრეს, ხეფრენს ეკუთვნის. ეს გრანდიოზული მჯდომარე ლომის ქანდაკება ადამიანის თავით, რომელიც იმავდროულად ფარაონის პორტრეტს წარმოადგენს, ძველი სამყაროს ყველაზე დიდი ქანდაკებაა (სიგრძე – 72 მ., სიმაღლე – 20 მ.). ხეფრენის სფინქსი მისი პირამიდის კომპლექსის ნაწილი იყო და მოსახსენიებელი ტაძრის ჩრდილოეთით, პირამიდისაკენ მიმავალ გზასთან იდგა.

ბერძნული „სფინქსი“ სავარაუდოდ წარმოიშვა ეგვიპტური ფრაზიდან „შესეპ ანხ“ (šsp nh, „ცოცხალი სახე“), რომელიც სფინქსზეა გამოწერილი. მრავალი საუკუნის შემდეგ (XVIII დინასტიიდან) ხეფრენის სფინქსი წარმოდგენილი იქნა, როგორც ხორის ადგილობრივი გამოვლინება („ხორემახეტი“, ეგვ, „ხორი ჰორიზონტზე“, ბერძნ. ჰარმახისი), რომელიც ფარაონის, როგორც ატუმის გამოვლინებად ითვლებოდა. ამ დინასტიიდან დაფუძნდა მისი კულტი, და ხეფრენის სფინქსს ეთაყვანებოდნენ, როგორც ღვთაებას.


[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები