უას-სკიპტრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''უას-სკიპტრა''' – (ეგვ. ''w3ś''), ეკავათ ღმერთებს, უფრო ძველ დროში კი ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
[[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]] | [[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] |
[[კატეგორია:თებეს სიმბოლოები]] | [[კატეგორია:თებეს სიმბოლოები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 01:24, 13 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
უას-სკიპტრა – (ეგვ. w3ś), ეკავათ ღმერთებს, უფრო ძველ დროში კი ქალღმერთებსაც. მისი ტარის თავზე გამოკვეთილი იყო ძაღლისებრი ოჯახის ცხოველის (შესაძლოა მელიის) თავი, ბოლო კი ორკაპით მთავრდებოდა. თებე თებეს ნომის და ქალაქ თებეს ნიშანი ბუმბულებით და ლენტებით მორთული უას-სკიპტრა იყო. წინადინასტიურ პერიოდში ფეტიშის სახით ეთაყვანებოდნენ. ისტორიულ ეგვიპტეში მკურნალი ძალების მატარებლად და გადამცემად იყო წარმოადგენილი. ითვლებოდა ასევე, რომ ის მეფეს „დაალოცავდა“ ღმერთების ძალას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას. სიცოცხლის ნიშანთან ერთად, ყველაზე პოპულარული რელიგიური სიმბოლო იყო. დაკავშირებული იყო ზეცის სიმბოლიკასთანაც. ხშირად ზეცის გამოსახულებას ორივე მხრიდან უას-სკიპტრა ამშვენებდა. პირამიდების ტექსტებში „ზეცის სკიპტრად“ არის წარმოდგენილი.