ხეკეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ხეკეტი''' – ბაყაყის სახის ეგ...) |
მიმდინარე ცვლილება 00:03, 16 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ხეკეტი – ბაყაყის სახის ეგვიპტური ქალღმერთი, „ხერვერის (ანტინეოპოლისის) ქალბატონი“, სადაც მას ხნუმთან ერთად ეთაყვანებოდნენ. ითვლებოდა, რომ ეს ბაყაყის სახის ქალღმერთი (ბაყაყი ეგვიპტეში სიცოცხლის და წარმოშობის სიმბოლო იყო) ადამიანებს სიცოცხლეს ჩუქნიდა, ფორმას აძლევდა ჩვილს დედის საშოში და მშობიარობისას მფარველობდა მას. კუსში (აპოლინოპოლისი პარვა) ხეკეტი მეფის დედად გვევლინება, ამიტომ „ღმერთის დედას“, „რას თვალს“, „ზეცის ქალბატონს“, „ღმერთების ქალბატონს“ ეძახდნენ. თანდათან მან უძველესი დედის სახელიც მოიპოვა, და ამ როლში გამოსახულია ხნუმთან ერთად, ფარაონის ღვთაებრივი დაბადების სცენებში დეირ ელ-ბაჰარის და ლუქსორის კედლებზე. გამოისახებოდა ანთროპომორფულად, ბაყაყის თავით. მისი ატრიბუტი სიცოცხლის ნიშანი იყო.