ბასტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Bastati.JPG|thumb|150px|ბასტეტი]]
 
[[ფაილი:Bastati.JPG|thumb|150px|ბასტეტი]]
'''ბასტეტი''' – ბუბასტისის უძველესი ქალღმერთი. მოხსენიებულია უკვე ადრედინასტიურ წარწერებში და II დინასტიის დროს ძალიან მნიშვნელივანი როლი ეკავა. ეგვიპტურად ბასტეტის სახელი (''B3št.t'') ითარგმნება როგორც „ის, ვინც ბუბასტისიდანაა“ , ასევე „მალამოს ქალღმერთი“, ან „ის, ვინც მალამოს ჭურჭლიდანაა“. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ბასტეტის მთავარი [[ქურუმი]]ს წოდება ბუბასტისში იყო „დიდი მკურნალი“.  
+
'''ბასტეტი''' – ბუბასტისის უძველესი ქალღმერთი. მოხსენიებულია უკვე ადრედინასტიურ წარწერებში და II დინასტიის დროს ძალიან მნიშვნელივანი როლი ეკავა. ეგვიპტურად ბასტეტის სახელი (''B3št.t'') ითარგმნება როგორც „ის, ვინც ბუბასტისიდანაა“ , ასევე „მალამოს ქალღმერთი“, ან „ის, ვინც მალამოს ჭურჭლიდანაა“. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ბასტეტის მთავარი [[ქურუმები ძველ ეგვიპტეში|ქურუმი]]ს წოდება ბუბასტისში იყო „დიდი მკურნალი“.  
  
დაახლოებით მეორე ათასწლეულის დასასრულამდე ბასტეტი ლომის სახის ქალღმერთი იყო და ხშირად ლომის თავიანი ქალის სახით იყო წარმოდგენილი. ძველი სამეფოს დროს შეერწყა ასევე ლომის იკონოგრაფიის მქონე ქალღმერთებს ტეფნუტს და სახმეტს. მემფისის სახმეტთან შერწყმის შედეგად ის მემფისის [[ნეკროპოლისი]]ს მფარველი გახდა. ტეფნუტთან გაიგივებით ბასტეტი ხდება რას ქალიშვილი და შესაბამისად რას თვალი. იმავდროულად ბასტეტი წარმოგვიდგება რას მეუღლედ, რომელთანაც ჰყავს შვილი, ლომის სახის ღმერთი მიხისი. როგორც ლომის ქალღმერთს, ბასტეტს შეიძლებოდა ორი სახე ჰქონოდა – მძვინვარე შურის მაძიებელის და დამცველის. ორივე ასპექტი უკვე პირამიდების ტექსტებში გააჩნდა. XII დინასტიის ტექსტში მეფე შედარებულია სახმეტთან, როცა ის მტრებს ანადგურებს და ბასტეტთან, როცა საკუთარ ქვეშევრდომებს მფარველობს. ითვლებოდა მეფის გამზრედელად და მისი მტრების გამანადგურებლად. მოგვიანებით იგი კატის იკონოგრაფიას იძენს და როგორც კატა-ღვთაება, სიხარულის და ბედნიერების ქალღმერთი ხდება. კატის სახის მქონე ბასტეტის კულტი განსაკუთრებულ პოპულარობას იხვეჭს XXII (ლიბიური) დინასტიის დროს, რომელიც ბუბასტისთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ დროიდან თარიღდება კატების სასაფლაოები ბუბასტისთან, მემფისთან და სხვა ქალაქებში. [[ჰეროდოტე]]ს თხრობით, ბასტეტის დღესასწაულზე ბუსირისში, სადაც, ბავშვების ჩაუთვლელად, 70 000 კაცი გროვდებოდა, სვამდნენ მეტ ღვინოს, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში. მისივე თხრობით], ბასტეტს ბუბასტისში ულამაზესი ტაძარი ჰქონდა, რომელიც კუნძულზე მდებარეობდა. ბერძნები ბასტეტს ბუბასტისს ეძახდნენ და [[არტემიდა]]სთან აიგივებდნენ.
 
მიმდინარე ცვლილება 18:11, 17 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

ბასტეტი

ბასტეტი – ბუბასტისის უძველესი ქალღმერთი. მოხსენიებულია უკვე ადრედინასტიურ წარწერებში და II დინასტიის დროს ძალიან მნიშვნელივანი როლი ეკავა. ეგვიპტურად ბასტეტის სახელი (B3št.t) ითარგმნება როგორც „ის, ვინც ბუბასტისიდანაა“ , ასევე „მალამოს ქალღმერთი“, ან „ის, ვინც მალამოს ჭურჭლიდანაა“. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ბასტეტის მთავარი ქურუმის წოდება ბუბასტისში იყო „დიდი მკურნალი“.

დაახლოებით მეორე ათასწლეულის დასასრულამდე ბასტეტი ლომის სახის ქალღმერთი იყო და ხშირად ლომის თავიანი ქალის სახით იყო წარმოდგენილი. ძველი სამეფოს დროს შეერწყა ასევე ლომის იკონოგრაფიის მქონე ქალღმერთებს ტეფნუტს და სახმეტს. მემფისის სახმეტთან შერწყმის შედეგად ის მემფისის ნეკროპოლისის მფარველი გახდა. ტეფნუტთან გაიგივებით ბასტეტი ხდება რას ქალიშვილი და შესაბამისად რას თვალი. იმავდროულად ბასტეტი წარმოგვიდგება რას მეუღლედ, რომელთანაც ჰყავს შვილი, ლომის სახის ღმერთი მიხისი. როგორც ლომის ქალღმერთს, ბასტეტს შეიძლებოდა ორი სახე ჰქონოდა – მძვინვარე შურის მაძიებელის და დამცველის. ორივე ასპექტი უკვე პირამიდების ტექსტებში გააჩნდა. XII დინასტიის ტექსტში მეფე შედარებულია სახმეტთან, როცა ის მტრებს ანადგურებს და ბასტეტთან, როცა საკუთარ ქვეშევრდომებს მფარველობს. ითვლებოდა მეფის გამზრედელად და მისი მტრების გამანადგურებლად. მოგვიანებით იგი კატის იკონოგრაფიას იძენს და როგორც კატა-ღვთაება, სიხარულის და ბედნიერების ქალღმერთი ხდება. კატის სახის მქონე ბასტეტის კულტი განსაკუთრებულ პოპულარობას იხვეჭს XXII (ლიბიური) დინასტიის დროს, რომელიც ბუბასტისთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ დროიდან თარიღდება კატების სასაფლაოები ბუბასტისთან, მემფისთან და სხვა ქალაქებში. ჰეროდოტეს თხრობით, ბასტეტის დღესასწაულზე ბუსირისში, სადაც, ბავშვების ჩაუთვლელად, 70 000 კაცი გროვდებოდა, სვამდნენ მეტ ღვინოს, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში. მისივე თხრობით], ბასტეტს ბუბასტისში ულამაზესი ტაძარი ჰქონდა, რომელიც კუნძულზე მდებარეობდა. ბერძნები ბასტეტს ბუბასტისს ეძახდნენ და არტემიდასთან აიგივებდნენ.

[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები