საზღვრის დემარკაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „საზღვრის დემარკაცია“ გადაიტანა გვერდზე „[[საზღვრების დემარკაცი...) |
01:24, 20 ნოემბერი 2024-ის ვერსია
საზღვრის დემარკაცია (demarcation of boundaries), სახელმწიფო საზღვრის ადგილზე დადგენა და სასაზღვრე ნიშნებით დამაგრება. ემყარება გეოდეზიურ, ტოპოგრაფიულ და კარტოგრაფიულ მონაცემებს. ხდება: სასაზღვრე ნიშნებისათვის ადგილების შერჩევა, ტოპოგრაფიული აგეგმვა და აეროფოტოგადაღება, ზუსტდება საზღვრის ზოლის გასწვრივ პუნქტების გეოგრაფიული კოორდინატები და აბსოლუტური სიმაღლეები, იქმნება მსხვილმასშტაბიანი ტოპოგრაფიული რუკები, მაგრდება სასაზღვრე ნიშნები – ბოძები, მავთულხლართები და სხვ. რუკაზე ფიქსირდება სასაზღვრე ნიშნების განლაგება, იქმნება შესაბამისი დოკუმენტაცია.