ფენოლოგიური რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფენოლოგიური რუკა''' – (phenological map), გამოსახავს ბუნებრივი მოვლენე...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:28, 21 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

ფენოლოგიური რუკა – (phenological map), გამოსახავს ბუნებრივი მოვლენების სეზონურ დინამიკას (ფენოლოგიურ ფაზებს). განასხვავებენ: ფენოკლიმატურ, ფენოჰიდროლოგიურ, ფიტოფენოლოგიურ, ზოოფენოლოგიურ, აგროფენოლოგიურ, სამედიცინო-ფენოლოგიურ რუკებს, მაგალითად: ფენოკლიმატურ რუკებზე გამოსახავენ ტემპერატურების და ნალექების რაოდენობის სეზონურ ცვალებადობას; აგროფენოლოგიურ რუკებზე – სასოფლო-სამეურნეო კულტურების განვითარების ფაზებს, სამედიცინო ფენოლოგიურ რუკებზე – სეზონურ დაავადებებს და სხვ. სახვით საშუალებად იყენებენ იზოხაზებს. საქართველოს ეროვნული ატლასის (1964) აგროფენოლოგიურ რუკებზე მოცემულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების განვითარების ძირითადი ფაზების დადგომის ზონები და თარიღები. ამ ინფორმაციას დღესაც არ დაუკარგავს მეცნიერული და პრაქტიკული მნიშვნელობა.


[რედაქტირება] წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები