ოროგრაფიული რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ოროგრაფიული რუკა''' – (orographic(al) map), გეომორფოლოგიური რუკა, რომელ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:47, 25 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ოროგრაფიული რუკა – (orographic(al) map), გეომორფოლოგიური რუკა, რომელიც გამოსახავს ხმელეთის ზედაპირისა და ოკეანის ფსკერის რელიეფის ფორმებს (მთებს, ქედებს, ზეგნებს, მაღლობებს, ქვაბულებს და სხვ.). რელიეფის ფორმები დახასიათებული არ არის მათი გენეზისის, ასაკის და განვითარების მიხედვით, ამიტომ ამ ფორმების კლასიფიკაცია ხდება გარეგნული ნიშნების მიხედვით. რუკაზე ქედები გამოისახება ყავისფერი ხაზებით და შესაბამისი წარწერით. მთებს, მაღლობებს, ქვაბულებს – უკეთდება წარწერა. მარტივ ოროგრაფიულ რუკას ოროგრაფიულ სქემას უწოდებენ.