გეომორფოლოგიური რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გეომორფოლოგიური რუკა – (geomorphological map), დედამიწის ზედაპირის რელიეფის კარტოგრაფიული გამოსახულება რელიეფის ფორმების წარმოშობისა და ასაკის დახასიათებით, ენდოგენური და ეკზოგენური ფაქტორების განმსაზღვრელი როლის მითითებით. არსებობს ზოგადი და სპეციალური (დარგობრივი) გეომორფოლოგიური რუკები. ზოგადი რუკების შინაარსი და დანიშნულება აკმაყოფილებს მომხმარებელთა ფართო წრის ინტერესებს. სპეციალური დანიშნულების (დარგობრივ) რუკებს ადგენენ მეცნიერული ან პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად (სასარგებლო წიაღისეულის ძიება, გზების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა).