კურციუს რუფუსი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კურციუს რუფუსი“ გადაიტანა გვერდზე „რუფუს კურციუსი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რუფუს კურციუსი“ გადაიტანა გვერდზე „კურციუს რუფუსი“ გადამისამ...) |
01:38, 13 დეკემბერი 2024-ის ვერსია
კვინტუს კურციუს რუფუსი – (ლათ. Quintus Curtius Rufus), რომაელი ისტორიკოსი და რიტორი.
კვინტუს კურციუს რუფუსის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ადრე გამოთქვამდნენ აზრს, რომ იგი ცხოვრობდა იმპერიის დროს (ავგუსტუსის დროიდან დაწყებული თეოდოს დიდამდე). მიახლოებით უფრო იმის მტკიცება შეიძლება, რომ ისტორიკოსი მოღვაწეობდა იმპერატორ კლავდიუსის მმართველობის ხანაში (ახ. წ. 42–54 წწ. ეტყობა, ეს ის კურციუს რუფუსია, რომელსაც სვეტონიუსი იხსენებს. რიტორთა სიაში, თვით რუფუსის თხზულება „ალექსანდრე მაკედონელის ისტორია“, ძალზე საინტერესოდ იკითხება და იმდროინდელ რიტორთა ნაწარმოებების მსგავსად არის დაწერილი.
კურციუს რუფუსის „ალექსანდრე მაკედონელის ისტორია“ 10 წიგნისაგან შედგებოდა. პირველი ორი წიგნი დაიკარგა, ისე რომ შემონახულ ტექსტში თხრობა იწყება მესამე წიგნიდან, ძე, წ. 333 წლის გაზაფხულის ამბებიდან. დაკარგულია აგრეთვე მეხუთე წიგნის დასასრული, მეექვსის დასაწყისი და რამდენიმე საყურადღებო ადგილი მეათედან.
კურციუს რუფუსის ნაშრომი მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროა, რომელიც გარკვეულ ეპოქას მიეკუთვნება და ასევე გარკვეულ ტენდენციითაა დაწერილი. იგი შეიცავს პრინციპატის დროის რომაულ საზოგადოებაში ფრიად გავრცელებულ კრიტიკულ ვერსიას ალექსანდრე მაკედონელის მოღვაწეობაზე, ეს აზრი უპირისპირდება ე. წ. „კლასიკურ ვერსიას“, რომლის ძირითადი წარმომადგენლები იყვნენ პლუტარქე და არიანე, ეს ბერძენი ისტორიკოსები მისდევდნენ ალექსანდრეს თანამედროვეებისა და მისი გვიანდელი მეხოტბეების ცნობებს.