დიდი ოყარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Didi tetri yancha.JPG|thumb|150პქ|დიდი ოყარი]]
 
[[ფაილი:Didi tetri yancha.JPG|thumb|150პქ|დიდი ოყარი]]
'''დიდი ოყარი, (დიდი თეთრი ყანჩა)''' (Egretta alba), ფრინველი ყანჩასებრთა ოჯახიდან. გავრცელებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში. ბინადრობს წყალსატევებთან ახლოს, როგორც სანაპირო ზოლთან, ისე კონტინენტის შიდა ადგილებში. საქართველოში გვხვდებაა [[ჯავახეთი|ჯავახეთში]], [[გორელოვკა|გორელოვკის]] მიდამოებში. ბინადრობს [[მდინარე|მდინარეების]], ტბებისა და ჭაობების სანაპიროებზე.  
+
'''დიდი ოყარი, (დიდი თეთრი ყანჩა)''' (''ლათ''. Egretta alba Linnaeus), 1758 − ფრინველი [[ყანჩისებრნი|ყანჩისებრთა]] ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია. დიდი თეთრი ყანჩის სიმაღლეა 94–104 სმ, ფრთებგაშლილი 131–145 სმ, მასა 912–1140 გრამი. აქვს თეთრი ბუმბული, გრძელი შავი ფეხები და ყვითელი ნისკარტი. ფრთა 360-470 მმ-ია, ზოგჯერ 500 მმ-საც აჭარბებს; [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] 100–140 მმ, წონა – 1200 გ-მდე. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ორივე სქესის ფრინველი ყოველთვის სუფთა თეთრია. გამრავლების პერიოდში კეფაზე პატარა ქოჩორი აქვს. კისრის ქვემო მხარეს წაგრძელებული ბუმბულები ფაფარივითაა გადმოშლილი. ზურგის უკანა ნაწილიდან გამოდის დაცარული ბუმბულების ორი კონა, რომლებიც წარმოქმნიან ე. წ. ზურგის „შლეიფს“. იგი იმდენად გრძელია, რომ კუდს მთლიანად ფარავს. დედალი განსხვავდება მამლისაგან ამ წაგრძელებული ბუმბულების ნაკლები განვითარებით. ზამთარში ეს ბუმბულები არც ერთს აღარ აქვს. ნისკარტი ზაფხულში შავია, ხოლო ზამთარში ყვითელი. თვალების ირგვლივ ტიტველი რგოლები მომწვანო-ყვითელია, ფეხები – მურა-წითელი, ბრჭყალები – შავი.
  
დიდი თეთრი ყანჩის სიმაღლეა 94–104 სმ, ფრთებგაშლილი 131–145 სმ, მასა 912–1140 გრამი. აქვს თეთრი ბუმბული, გრძელი შავი ფეხები და ყვითელი ნისკარტი.
+
დიდი თეთრი ყანჩა მცირერიცხოვანი ფრინველის სახეობაა. [[საქართველო]]ს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა, რომელსაც ჯერჯერობით არ ემუქრება გადაშენება, მაგრამ გვხვდება ისე ცოტა, ან იმდენად მცირე ტერიტორიაზე, რომ შესაძლოა სწრაფად გადაშენდეს.
  
 +
ცნობილია 5 ქვესახეობა. [[საქართველო]]ში მოიპოვება ჩრდილოური დიდი თეთრი ყანჩა – E. a. alba Linn., 1758.
  
დიდი თეთრი ყანჩა მცირერიცხოვანი ფრინველის სახეობაა. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა, რომელსაც ჯერჯერობით არ ემუქრება გადაშენება, მაგრამ გვხვდება ისე ცოტა, ან იმდენად მცირე ტერიტორიაზე, რომ შესაძლოა სწრაფად გადაშენდეს.
+
====გავრცელება====
 +
გავრცელებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში. ბინადრობს წყალსატევებთან ახლოს, როგორც სანაპირო ზოლთან, ისე კონტინენტის შიდა ადგილებში. საქართველოში გვხვდებაა [[ჯავახეთი|ჯავახეთში]], [[გორელოვკა|გორელოვკის]] მიდამოებში. ბინადრობს [[მდინარე|მდინარეების]], ტბებისა და [[ჭაობი|ჭაობების]] სანაპიროებზე.  
  
 +
ბუდობის არეალი მოიცავს სამხრეთ [[ევროპა]]ს − დასავლეთით [[ავსტრია]]მდე და ბალკანეთამდე; მცირე და სამხრეთ მონგოლეთამდე, ზღვისპირეთამდე და [[იაპონია]]მდე; [[ფილიპინები|ფილიპინებს]], [[ინდონეზია]]ს, ახალ გვინეას, [[ავსტრალია]]ს, ტასმანიას, [[ახალი ზელანდია|ახალი ზელანდიის]] სამხრეთ ნაწილს; [[აფრიკა]]ში – საჰარის სამხრეთით; ჩრდილო [[ამერიკა]]ში – სამხრეთ ნაწილს, სამხრეთ ამერიკას. სსრკ ფარგლებში მოიპოვება მოლდავეთში, სამხრეთ [[უკრაინა]]ში, ვოლგისა და ურალის ქვემო დინებამდე და [[ყაზახეთი]]დან და შუა [[აზია|აზიიდან]] ზღვისპირეთამდე; ჩრდილოეთ [[კავკასია]]სა და [[ამიერკავკასია]]ში. საქართველოში მობინადრეა აღმოსავლეთ, ხოლო მოზამთრე − დასავლეთ რაიონებში.
  
 +
====ბიოტოპი====
 +
ტბებისა და [[მდინარე]]ების სანაპირო ჭალები, ნოტიო მდელოები და [[ჭაობი|ჭაობები]], უპირატესად [[ლელქაში]]ანი ან მაღალბალახნარიანი ადგილები.
  
 +
====გამრავლება====
 +
ბუდობს მიწაზე, ჩალეწილ ლელქაშზე, ზოგჯერ ბუჩქებზე და ხეებზეც, მაგრამ წყალსატევების მახლობლად. ბუდობა ხშირად კოლონიურია, ზოგჯერ ბუდობს განცალკევებულ წყვილებადაც. მაისში დებს 3-4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 25-26 დღემდე გრძელდება.
  
==წყარო==
+
====კვება====  
[[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]]
+
დიდი თეთრი ყანჩის საკვებს შეადგენენ ნაირგვარი ცხოველები: თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, თაგვისებური მღრღნელები, მწერები (კალიები, კუტკალიები, ხოჭოები). ალაზნის დაბლობზე დიდი რაოდენობით სპობს მემინდვრიას.
  
 +
====მნიშვნელობა====
 +
მავნე მწერებისა და თაგვისებური მღრღნელების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.
 +
 +
 +
==წყარო==
 +
*[[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]]
 +
*[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]]
 
[[კატეგორია:მთები საქართველოში]]
 
[[კატეგორია:მთები საქართველოში]]
 
[[კატეგორია:ფრინველები]]
 
[[კატეგორია:ფრინველები]]
 
[[კატეგორია:ყანჩისებრნი]]
 
[[კატეგორია:ყანჩისებრნი]]
 +
[[კატეგორია:ყარყატისნაირნი]]
 +
[[კატეგორია:თეთრი ყანჩა]]

15:56, 28 იანვარი 2025-ის ვერსია

დიდი ოყარი

დიდი ოყარი, (დიდი თეთრი ყანჩა) (ლათ. Egretta alba Linnaeus), 1758 − ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია. დიდი თეთრი ყანჩის სიმაღლეა 94–104 სმ, ფრთებგაშლილი 131–145 სმ, მასა 912–1140 გრამი. აქვს თეთრი ბუმბული, გრძელი შავი ფეხები და ყვითელი ნისკარტი. ფრთა 360-470 მმ-ია, ზოგჯერ 500 მმ-საც აჭარბებს; ნისკარტი 100–140 მმ, წონა – 1200 გ-მდე. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ორივე სქესის ფრინველი ყოველთვის სუფთა თეთრია. გამრავლების პერიოდში კეფაზე პატარა ქოჩორი აქვს. კისრის ქვემო მხარეს წაგრძელებული ბუმბულები ფაფარივითაა გადმოშლილი. ზურგის უკანა ნაწილიდან გამოდის დაცარული ბუმბულების ორი კონა, რომლებიც წარმოქმნიან ე. წ. ზურგის „შლეიფს“. იგი იმდენად გრძელია, რომ კუდს მთლიანად ფარავს. დედალი განსხვავდება მამლისაგან ამ წაგრძელებული ბუმბულების ნაკლები განვითარებით. ზამთარში ეს ბუმბულები არც ერთს აღარ აქვს. ნისკარტი ზაფხულში შავია, ხოლო ზამთარში ყვითელი. თვალების ირგვლივ ტიტველი რგოლები მომწვანო-ყვითელია, ფეხები – მურა-წითელი, ბრჭყალები – შავი.

დიდი თეთრი ყანჩა მცირერიცხოვანი ფრინველის სახეობაა. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა, რომელსაც ჯერჯერობით არ ემუქრება გადაშენება, მაგრამ გვხვდება ისე ცოტა, ან იმდენად მცირე ტერიტორიაზე, რომ შესაძლოა სწრაფად გადაშენდეს.

ცნობილია 5 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩრდილოური დიდი თეთრი ყანჩა – E. a. alba Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

გავრცელებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში. ბინადრობს წყალსატევებთან ახლოს, როგორც სანაპირო ზოლთან, ისე კონტინენტის შიდა ადგილებში. საქართველოში გვხვდებაა ჯავახეთში, გორელოვკის მიდამოებში. ბინადრობს მდინარეების, ტბებისა და ჭაობების სანაპიროებზე.

ბუდობის არეალი მოიცავს სამხრეთ ევროპას − დასავლეთით ავსტრიამდე და ბალკანეთამდე; მცირე და სამხრეთ მონგოლეთამდე, ზღვისპირეთამდე და იაპონიამდე; ფილიპინებს, ინდონეზიას, ახალ გვინეას, ავსტრალიას, ტასმანიას, ახალი ზელანდიის სამხრეთ ნაწილს; აფრიკაში – საჰარის სამხრეთით; ჩრდილო ამერიკაში – სამხრეთ ნაწილს, სამხრეთ ამერიკას. სსრკ ფარგლებში მოიპოვება მოლდავეთში, სამხრეთ უკრაინაში, ვოლგისა და ურალის ქვემო დინებამდე და ყაზახეთიდან და შუა აზიიდან ზღვისპირეთამდე; ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერკავკასიაში. საქართველოში მობინადრეა აღმოსავლეთ, ხოლო მოზამთრე − დასავლეთ რაიონებში.

ბიოტოპი

ტბებისა და მდინარეების სანაპირო ჭალები, ნოტიო მდელოები და ჭაობები, უპირატესად ლელქაშიანი ან მაღალბალახნარიანი ადგილები.

გამრავლება

ბუდობს მიწაზე, ჩალეწილ ლელქაშზე, ზოგჯერ ბუჩქებზე და ხეებზეც, მაგრამ წყალსატევების მახლობლად. ბუდობა ხშირად კოლონიურია, ზოგჯერ ბუდობს განცალკევებულ წყვილებადაც. მაისში დებს 3-4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 25-26 დღემდე გრძელდება.

კვება

დიდი თეთრი ყანჩის საკვებს შეადგენენ ნაირგვარი ცხოველები: თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, თაგვისებური მღრღნელები, მწერები (კალიები, კუტკალიები, ხოჭოები). ალაზნის დაბლობზე დიდი რაოდენობით სპობს მემინდვრიას.

მნიშვნელობა

მავნე მწერებისა და თაგვისებური მღრღნელების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები