პუნში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პუნში''' – სიტყვა პუნში წარმოდგება ძველი ნდური სიტყვისგან „...)

16:52, 19 მარტი 2025-ის ვერსია

პუნში – სიტყვა პუნში წარმოდგება ძველი ნდური სიტყვისგან „პანი“, რომელიც ნიშნავს „ხუთს“. იმ დროს პუნშის მოსამზადებლად აუცილებელი იყო ხუთი კომპონენტი: ღვინო, რომი, ხილის წვენი, შაქარი ან თაფლი და სანელებლები (მიხაკი, დარიჩინი).

პუნში უპირატესად ზამთრის ცხელი სასმელია, რომელიც მაგიდასთან მიაქვთ 65° ტემპერატურაზე გაცხელებული. მომზადებული ალკოჰოლიანი პუნში არ უნდა იყოს მაღალალკოჰოლური და ტკბილი.

უალკოჰოლო ცხელი ან ცივი პუნში – წარმოადგენს სასმელს, რომელიც მზადდება ჩაიზე ან რძეზე, ახალი ან დაკონსერვებული ხილისა და კენკროვანებისაგან. პუნში მაგიდასთან მიაქვთ დიდი ბოკალით. ცივ პუნშს მიირთმევენ წვენის ჩხირებით.

წყარო

მსოფლიოს ხალხთა სასმელები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები