აბასთუმანი (კურორტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(ტურისტული ობიექტები:)

ხაზი 18: ხაზი 18:

===== ტურისტული ობიექტები: =====

===== ტურისტული ობიექტები: =====
აბასთუმანსა და მის მიდამოებში

აბასთუმანსა და მის მიდამოებში: [[აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია]]; ხიდი მდინარე ოცხეზე (XII-XIII საუკუნეები);<
[[აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია]];

შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ეკლესია; „[[თამარის ციხე (ადიგენის მუნიციპალიტეტი)|თამარის ციხე]]“; მართლმადიდებლური ეკლესია „[[ახალი ზარზმა]]“ (1899-1902 წლები), რომლის ინტერიერი მოხატა მ. ნესტეროვმა (1902-1904 წლები) და სხვ.).
ხიდი მდინარე ოცხეზე (XII-XIII საუკუნეები);

შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ეკლესია;

„[[თამარის ციხე (ადიგენის მუნიციპალიტეტი)|თამარის ციხე]]“;

მართლმადიდებლური ეკლესია „[[ახალი ზარზმა]]“ (1899-1902 წლები), რომლის ინტერიერი მოხატა მ. ნესტეროვმა (1902-1904 წლები) და სხვ.).

== წყარო==

== წყარო==

მიმდინარე ცვლილება 19:23, 1 აპრილი 2025 მდგომარეობით

კურორტი აბასთუმანი

აბასთუმნი – (ინგლ.Abastumani, რუს. Абастумани), კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტი სამხრეთ საქართველოში, ადიგენის რაიონში, ქალაქის ტიპის დაბა სამცხე-ჯავახეთში, ქ. ახალციხიდან 28 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით, ქ. ბორჯომიდან − 75 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ქ. თბილისიდან − 287 კმ-ში, დასავლეთით. მდებარეობს მესხეთის აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთის კალთაზე, მდინარე ოცხის (მდინარე აბასთუმნისწყალი, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1250-1450 მ-ის სიმაღლეზე.

რელიეფი მთაგორიანია.

ჰავა − ზომიერად ნოტიო, შუა მთის ქვედა სარტყლის. ზამთარი ზომიერად ცივია. თოვლის საფარი მდგრადი, შუა დეკემბრიდან მარტის თვის მეორე დეკადის ბოლომდე. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -6,4°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 17,2°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 626 მმ-ს, ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 77%-ს, მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1967 საათს

კურორტისა და მისი მიდამოების ტერიტორია დაფარულია წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი) ტყეებით.

აბასთუმნის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: შუა მთის ქვედა სარტყლის ჰავა და მინერალური წყლები. ეს წყლები მოიპოვება მდინარე ოცხის მარცხენა ნაპირზე მდებარე გამოსავლებიდან. აღნიშნული მინერალური წყლები არის თერმული, სუსტი მინერალიზაციის (M-0,4-0,7 გ/დმ3) კაჟმჟავა, სულფატურ-ქლორიდული, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, რომლებიც ძირითადად განსხვავდება წყლის ტემპერატურით: გოლიათის წყაროს წყლის ტემპერატურაა 50°C, გველის – 42°C და სურავანდის – 39°C.

აბასთუმანში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია:
პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის აბაზანები, შესხურებები და გამორეცხვები აღნიშნული წყლით.

ჩვენებები აბასთუმანში წასასვლელად:
ფილტვების ტუბერკულოზი; საყრდენ-სამოძრაო აპარატის, შარდ-სასქესო ორგანოების, სუნთქვისა და პერიფერიული ნერვული სისტემების დაავადებები.

[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:

აბასთუმანსა და მის მიდამოებში: აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია; ხიდი მდინარე ოცხეზე (XII-XIII საუკუნეები);< შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ეკლესია; „თამარის ციხე“; მართლმადიდებლური ეკლესია „ახალი ზარზმა“ (1899-1902 წლები), რომლის ინტერიერი მოხატა მ. ნესტეროვმა (1902-1904 წლები) და სხვ.).

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები