ძერაბოტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ძერაბოტი (ლათ. Circaetus ferox Gmelin, 1770) − ფრინველთა გვარი [[ქორისებრნი|ქორ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
ძერაბოტი (ლათ. Circaetus ferox Gmelin, 1770) − ფრინველთა გვარი [[ქორისებრნი|ქორისებრთა]] ოჯახისა [[შავარდნისნაირნი|შავარდნისნაირთა]] რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება ერთი სახეობა − ძერაბოტი.  
+
[[ფაილი:Zeraboti.PNG|thumb|ძერაბოტი]]
 +
'''ძერაბოტი''' (ლათ. Circaetus ferox Gmelin, 1770) − ფრინველთა გვარი [[ქორისებრნი|ქორისებრთა]] ოჯახისა [[შავარდნისნაირნი|შავარდნისნაირთა]] რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება ერთი სახეობა − ძერაბოტი.  
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* რიგი − [[შავარდნისნაირნი]] (Falconiformes)
 
* რიგი − [[შავარდნისნაირნი]] (Falconiformes)

მიმდინარე ცვლილება 19:52, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით

ძერაბოტი

ძერაბოტი (ლათ. Circaetus ferox Gmelin, 1770) − ფრინველთა გვარი ქორისებრთა ოჯახისა შავარდნისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ძერაბოტი.

მოზრდილი ზომის ფრინველია, ფრთა 520-605 მმ-ია, კუდი − 280-305 მმ, წონა − 1200-2000 გ. დედალი რამდენადმე დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის სხვაობა არაა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მურა-ჟანგმიწისფერია, წვრილი ღერძულა მოშავო შტრიხებით. თავი და კისერი უფრო ღია ფერისაა, ვიდრე ზურგი. გარეთა მომქნევები მოშავო-მურაა, ხოლო შიგნითა მომქნევებზე არის ნათელი და მუქი ზოლები. კუდი ღია მურა ფერისაა, ფართო მუქი განივი ზოლებით. სხეულის ქვემო მხარე მოთეთროა, მაგრამ მოყავისფრო ფართო ლაქები მუცელსა და წვივზე წარმოქმნიან განივ ზოლებს. ყელი და მკერდი ზოგიერთებს ისეთივე მურა აქვთ, როგორც ზურგის მხარე, ხოლო სხვებს − მოთეთრო, გასწვრივი ზოლებით. ფრთები და კუდი ქვემოდან ღია რუხია, მუქი განივი ზოლებით. გალო დაფარულია წვრილი ფირფიტებით და ბადისებური აგებულებისაა. ცვილანა ნაცარაა, ნისკარტი — მუქი, წვეროს ნაწილში უფრო შავი, თათი ნაცარა-რუხი. ბრჭყალები შავია და განივ გადანაჭერზე ქვემო მხრიდან შებრტყელებულია.

აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ევროპული ძერაბოტი − C. f. ferox Gmel., 1770.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი საკმაოდ ვრცელია. იგი მოიცავს აფრიკას (საჰარის გამოკლებით), შუა და სამხრეთ ევროპას (ჩრდილოეთით ლენინგრადამდე და გორკამდე), კავკასიას, სამხრეთ-დასავლეთ ციმბირს, შუა აზიას, ჩრდილოეთ მონგოლეთს, სამხრეთ ინდოეთსა და პაკისტანს. სსრ კავშირიდან გადამფრენია, ზამთარს ატარებს აფრიკაში, არაბეთში და სამხრეთ აზიაში — ირანში, ავღანეთსა და ინდოეთში. აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი, ხოლო დასავლეთ საქართველოში გვხვდება მიმოფრენის პერიოდებში.

[რედაქტირება] ბიოტოპი

არეალის ჩრდილოეთ ნაწილში დაკავშირებულია ტენიან ტყეებთან, რომელთაც ღია ლანდშაფტებიც ემიჯნებიან და მრავლადაა იქ ქვეწარმავლები და ამფიბიები. სამხრეთში ეტანება ქვეწარმავლებით მდიდარ მშრალ სავარგულებს. მთებში მაღლა არ ადის ქვეწარმავლების ნაკლებობის გამო, თუმცა კავკასიაში მისი ბუდობა ნაპოვნია 1300 მ-ის სიმაღლეზე ზ. დ.

[რედაქტირება] გამრავლება

აკეთებს მარტივ ბუდეს უმრავლეს შემთხვევაში ხეზე, ზოგჯერ კლდეზე ან კოლბოხზე. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს მხოლოდ ერთ კვერცხს (იშვიათად ორს). კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 36 დღეს გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

ძერაბოტის ძირითადი საკვებია ქვეწარმავლები (გველები, ხვლიკები), აგრეთვე ამფიბიები და თაგვისებური მღრღნელები, იშვიათად ზოგიერთი ფრინველიც. გავრცელება დაკავშირებულია ქვეწარმავლების სიმრავლესთან, ხოლო გამრავლების დაბალი ინტენსივობა — მის სტენოფაგობასთან.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

მცირერიცხოვნობის გამო დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა საერთოდ მიჩნეულია სასარგებლო ფრინველად.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები