ვეჟანი თოლია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ვეჟანი თოლია''' (ლათ. Larus canus Linnaeus, 1758) − ფრინველი [[თოლიასნაირნი|თოლ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:VeJani tolia.PNG|thumb|200px|ვეჟანი თოლია]]
 
'''ვეჟანი თოლია''' (ლათ. Larus canus Linnaeus, 1758) − ფრინველი [[თოლიასნაირნი|თოლიასნაირთა]] რიგიდან.
 
'''ვეჟანი თოლია''' (ლათ. Larus canus Linnaeus, 1758) − ფრინველი [[თოლიასნაირნი|თოლიასნაირთა]] რიგიდან.
 
* კლასი − ფრინველები (AVES)
 
* კლასი − ფრინველები (AVES)

მიმდინარე ცვლილება 21:27, 3 აპრილი 2025 მდგომარეობით

ვეჟანი თოლია

ვეჟანი თოლია (ლათ. Larus canus Linnaeus, 1758) − ფრინველი თოლიასნაირთა რიგიდან.

ვეჟანი თოლია საშუალო სიდიდის თოლიაა, ფრთა 320-400 მმ-ია, ნისკარტი – 30-45 მმ, წონა – 300-600 გ. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველის თავი, კისერი, საჭისა და კუდზედა ბუმბულები და მუცლის მხარე მთლიანად თეთრია; მანტია მკრთალი მოცისფრო-რუხია, მაგრამ მხრების უკანა ბუმბულებზე აქვს თეთრი არშიები; რუხი ფერის მეორე რიგის მომქნევებს თეთრი წვეროები აქვთ. პირველი რიგის პირველ 2-3 მომქნევს წვეროსქვემოთა დიდი თეთრი ლაქები აქვთ. ზამთარში თავსა და კეფაზე მუქი მოწაბლისფრო-რუხი სიჭრელეა. ზოგჯერ ასეთი სიჭრელე თავისა და ჩიჩახვის გვერდებზეცაა. ახალგაზრდები ზემოდან მურაა, ბუმბულებზე თეთრი არშიებით, ხოლო ქვემოთ – მოთეთრო, მურა წინწკლებით. ნისკარტი და ფეხებიც მურაა. პირველივე ზამთარში მანტიის ბუმბულები ღებულობს ცისფერს, ხოლო მეორე ზამთრისათვის – საბოლოო შეფერილობას.

ცნობილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დასავლეთ-ციმბირული ვეჟანი თოლია – L. c. heinei Homeyer, 1853.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ევროპას ირლანდიიდან, ინგლისიდან და სკანდინავიიდან, სამხრეთ ჰოლანდიამდე და ბალტიის ზღვამდე; სსრ კავშირში – მოსკოვისა და ყაზანის განედებამდე; აზიაში – ყინულოვანი ოკეანის ნაპირებიდან, სამხრეთით კასპიის ზღვამდე, ამიერკავკასიამდე, ყაზახეთის ველებამდე, ჩრდილოეთ მონგოლეთსა და მანჯურიამდე, აღმოსავლეთით კამჩატკა, სახალინი, კურილის კუნძულები, აგრეთვე ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი, ხოლო დასავლეთ საქართველოში – როგორც მოზამთრე ფრინველი.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბუდობს უპირატესად შიდა წყალსატევების სანაპიროებზე, ხოლო ტუნდრის ზონაში – ჭაობებშიც. ზამთარს ატარებს ზღვებისა და დიდი ტბების ნაპირებზე, ხოლო მიმოფრენის დროს – მდინარეებზეც.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდობს როგორც ცალკეულ წყვილებად, ისე კოლონიებად, კლდეებზე, პატარა კუნძულებზე, ბალახებში, ხის გადანაჭერზე ან, როცა ნაპირები იტბორება, დაბალ ხეებზეც კი. ბუდე წარმოადგენს უბრალო ორმოს ქვიშაში ან უხეშ ნაგებობას მცენარეული მასალისაგან. მაისის ბოლოს დებს ჩვეულებრივად 3 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 25–26 დღეს გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

ტიპური პოლიფაგი ფრინველია. იკვებება წვრილი თევზებით, წყლის ნაირგვარი უხერხემლოებით, კერძოდ კიბოსნაირებით, თაგვისებური მღრღნელებით, ხოჭოებით, კალიებით, ხორბლით, ყოველგვარი ნარჩენებით.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სახალხო მეურნეობისათვის სასარგებლო ფრინველია.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები