ამამლო
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ამამლო''' - სოფელი [[საქართველო]]ში, დმანისის მუნიციპალიტეტში, მდინარე ამამლოწყლის მარცხენა ნაპირზე, დმანისიდან | + | '''ამამლო''' - სოფელი [[საქართველო]]ში, დმანისის მუნიციპალიტეტში, კლიმატური საკურორტო ადგილი, მდინარე ამამლოწყლის მარცხენა ნაპირზე, ქ. დმანისიდან 8 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდინარე შავწყაროსწყლის (მდინარე ხრამის (ქციის) მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1160-1180 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი. |
| + | |||
| + | ამამლოს სამხრეთით 1 კმ-ზე დგას XII საუკუნის ერთნავიანი, დარბაზული ეკლესია, რომლის დასავლეთ ფასადზე წვრილი მთავრულით ამოკვეთილ საამშენებლო წარწერაში მოხსენიებულია [[თამარ მეფე|მეფე თამარი]], [[კახა (II) თორელი|ერისთავი კახა]], მისი დედა კრავალ და ეკლესიის მაშენებელი ბეღელას ძე ოქროპირი (წარწერიანი ქვა დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში). ეკლესიასთან არსებულ სასაფლაოზე შემონახული იყო VIII-IX სს. დიდი [[ქვაჯვარი]], რომლის კვარცხლბეკზე ამოკვეთილია XIII ს. წარწერა. ამჟამად ქვაჯვარი დაკარგულია და შემორჩენილია მხოლოდ მისი ფოტოსურათი. | ||
13:50, 11 აპრილი 2025-ის ვერსია
ამამლო - სოფელი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში, კლიმატური საკურორტო ადგილი, მდინარე ამამლოწყლის მარცხენა ნაპირზე, ქ. დმანისიდან 8 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდინარე შავწყაროსწყლის (მდინარე ხრამის (ქციის) მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1160-1180 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანი.
ამამლოს სამხრეთით 1 კმ-ზე დგას XII საუკუნის ერთნავიანი, დარბაზული ეკლესია, რომლის დასავლეთ ფასადზე წვრილი მთავრულით ამოკვეთილ საამშენებლო წარწერაში მოხსენიებულია მეფე თამარი, ერისთავი კახა, მისი დედა კრავალ და ეკლესიის მაშენებელი ბეღელას ძე ოქროპირი (წარწერიანი ქვა დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში). ეკლესიასთან არსებულ სასაფლაოზე შემონახული იყო VIII-IX სს. დიდი ქვაჯვარი, რომლის კვარცხლბეკზე ამოკვეთილია XIII ს. წარწერა. ამჟამად ქვაჯვარი დაკარგულია და შემორჩენილია მხოლოდ მისი ფოტოსურათი.
ლიტერატურა
მუსხელიშვილი ლ., არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში, თბ., 1941.