გეგუჩაძე გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გეგუჩაძე გრიგოლ“ გადაიტანა გვერდზე „გრიგოლ გეგუჩაძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გრიგოლ გეგუჩაძე“ გადაიტანა გვერდზე „გეგუჩაძე გრიგოლ“ გადამის...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:06, 22 აპრილი 2025 მდგომარეობით

გრიგოლ გეგუჩაძე − (29 ნოემბერი 1914, ბათუმი – 24 ოქტომბერი 1969, თბილისი), ქართველი მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი), საქართველოს დამსახურებული არტისტი (1954). 1935-38 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, (პროფ. ო. ბახუტაშვილი-შულგინას კლასში). 1944-56 თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. პარტიები: შოთა (არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“); მასხარა (ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“); მალხაზი (ფალიაშვილის „დაისი“); კოტე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“); ხოზე (ბიზეს „კარმენი“); კავარადოსი (პუჩინის „ტოსკა“); რადამესი (ვერდის „აიდა“); ფაუსტი (გუნოს „ფაუსტი“); გერმანი (ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“) და სხვ. 1956 წლიდან მუშაობდა მოსკოვის სტანისლავკის და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მუსიკალურ თეატრში. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას.

მ. გედევანიშვილი

[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები