გოგიჩაძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გიორგი გოგიჩაძე''' – (9 აპრილი 1908, სოფელი ზოვრეთი, ზესტაფონის რ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გოგიჩაძე გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი გოგიჩაძე“)

14:50, 22 აპრილი 2025-ის ვერსია

გიორგი გოგიჩაძე – (9 აპრილი 1908, სოფელი ზოვრეთი, ზესტაფონის რაიონი – 5 მაისი 1988, თბილისი), ქართველი მომღერალი (ბანი). საქართველოს სახალხო არტისტი (1970).

1934 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ო. ბახუტაშვილი-შულგინას კლასი). ამავე წლიდან მოსკოვის რადიოკომიტეტის მხატვრული დასის სოლისტი, პარალელურად მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი. 1936-39 მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო სტუდიის სოლისტი, 1939-52 თბილისის საოპერო თატრის სოლისტი. 1952-იდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი (სოლო სიმღერის). მოწაფეები: ლ. ჭყონია, მ. მახარაძე, ა. ხომერიკი, ნ. მკერვალიძე, ლ. ასათიანი, ვ. კუბლაშვილი, ო. ფერშანგიშვილი, ა. გელაშვილი, თ. ჯაფარიძე და სხვ. პარტიები: ცანგალა (ზ. ფალიაშვილის „დაისი“), დონ ბაზილიო (როსინის „სევილიელი დალაქი“), სპარაფუჩილე (ვერდის „რიგოლეტო“), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი“), ბორისი, პიმენი, ვარლაამი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), მეწისქვილე (დარგომიჟსკის „ალი“) და სხვ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები