გოგიჩაძე გიორგი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიორგი გოგიჩაძე“ გადაიტანა გვერდზე „გოგიჩაძე გიორგი“ გადამის...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:საოპერო მომღერლები]] | [[კატეგორია:საოპერო მომღერლები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]] | [[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]] | ||
| + | [[კატეგორია:გოგიჩაძეები]] | ||
14:50, 22 აპრილი 2025-ის ვერსია
გიორგი გოგიჩაძე – (9 აპრილი 1908, სოფელი ზოვრეთი, ზესტაფონის რაიონი – 5 მაისი 1988, თბილისი), ქართველი მომღერალი (ბანი). საქართველოს სახალხო არტისტი (1970).
1934 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ო. ბახუტაშვილი-შულგინას კლასი). ამავე წლიდან მოსკოვის რადიოკომიტეტის მხატვრული დასის სოლისტი, პარალელურად მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი. 1936-39 მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო სტუდიის სოლისტი, 1939-52 თბილისის საოპერო თატრის სოლისტი. 1952-იდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი (სოლო სიმღერის). მოწაფეები: ლ. ჭყონია, მ. მახარაძე, ა. ხომერიკი, ნ. მკერვალიძე, ლ. ასათიანი, ვ. კუბლაშვილი, ო. ფერშანგიშვილი, ა. გელაშვილი, თ. ჯაფარიძე და სხვ. პარტიები: ცანგალა (ზ. ფალიაშვილის „დაისი“), დონ ბაზილიო (როსინის „სევილიელი დალაქი“), სპარაფუჩილე (ვერდის „რიგოლეტო“), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი“), ბორისი, პიმენი, ვარლაამი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), მეწისქვილე (დარგომიჟსკის „ალი“) და სხვ.