გოსეკი ფრანსუა ჟოზეფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Goseki.jpg|thumb|200პქ|გოსეკი ფრანსუა ჟოზეფი]]
+
[[ფაილი:Goseki.jpg|thumb|150პქ|გოსეკი ფრანსუა ჟოზეფი]]
 
'''გოსეკი ფრანსუა ჟოზეფი''' - (ფრ. François-Joseph Gossec, 17. I. 1734, სოფ. ვერნიე, ბელგია, - 16. II. 1829, პასი, პარიზის მახლობლად), ფრანგი კომპოზიტორი, წარმოშობით ბელგიელი.  
 
'''გოსეკი ფრანსუა ჟოზეფი''' - (ფრ. François-Joseph Gossec, 17. I. 1734, სოფ. ვერნიე, ბელგია, - 16. II. 1829, პასი, პარიზის მახლობლად), ფრანგი კომპოზიტორი, წარმოშობით ბელგიელი.  
  

მიმდინარე ცვლილება 15:13, 22 აპრილი 2025 მდგომარეობით

გოსეკი ფრანსუა ჟოზეფი

გოსეკი ფრანსუა ჟოზეფი - (ფრ. François-Joseph Gossec, 17. I. 1734, სოფ. ვერნიე, ბელგია, - 16. II. 1829, პასი, პარიზის მახლობლად), ფრანგი კომპოზიტორი, წარმოშობით ბელგიელი.

1751-იდან ცხოვრობდა პარიზში. 1770-იდან ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ „მოყვარულთა კონცერტებს“. 1784 დააარსა სიმღერისა და დეკლამაციის სამეფო სკოლა, რომლის საფუძველზეც (1793) შეიქმნა ეროენული მუსიკის ინსტიტუტი (1795-იდან კონსერვატორია). გოსეკი ფრანგული სიმფონიზმის ფუძემდებელი (29 სიმფონია) და საფრანგეთის რევოლუციის პერიოდის გამოჩენილი მუსიკის მოღვაწეა. დირიჟორობდა ეროვნული გვარდიის ორკესტრს, ქმნიდა სახალხო მსვლელობებისა და დღესასწაულებისათვის განკუთვნილ მასობრივ მუსიკალურ კომპოზიციებს, ჰიმნებს, პატრიოტულ რევოლუციურ სიმღერებს და სხვ.

ავტორია ოცამდე ოპერისა მ. შ. „საბინი“ (1773), „თეზევსი“ (1782) და სხვ. აგრეთვე ორატორიებისა, მესებისა, კვარტეტებისა. აქვს მეთოდური ხასიათის ნაშრომები მუსიკის თეორიაში.



[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები