კარერასი ხოსე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კარერასი ხოსე“ გადაიტანა გვერდზე „ხოსე კარერასი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ხოსე კარერასი“ გადაიტანა გვერდზე „კარერასი ხოსე“ გადამისამარ...)

22:56, 24 აპრილი 2025-ის ვერსია

ხოსე კარერასი – (5 დეკემბერი 1946, ბარსელონა (ესპანეთი)]. ესპანელი ტენორი. სახელი გაითქვა ჯაკომო პუჩინისა და ჯუზეპე ვერდის ოპერებში შესრულებული არიებით. ასევე დიდი პოპულარობა მოუტანა პროექტმა „სამი ტენორი“, სადაც იგი ლუჩანო პავაროტისთან და პლასიდო დომინგოსთან ერთად გამოდიოდა სცენაზე. მათი კონცერტები 1990-იდან 2003 იმართებოდა, საოპერო და არამარტო საოპერო მუსიკის მოყვარულთა შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.

კარერასი ცნობილია ასევე მისი საქველმოქმედო საქმიანობითაც. იგი ლეიკემიით დავადებულებს ეხმარება. 1988 კარერასმა თავად შეძლო დაემარცხებინა ეს დაავადება, რომლითაც დაავადებული იყო. მომღერლის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმებმა 13 თვის მანძილზე იბრძოლეს. უნიკალური სამედიცინო დანადგარების საშუალებით მოხერხდა ტვინის უჯრედებიდან სიმსივნური უჯრედის მოშორება. გაჭირვების ჟამს მას მონსერატ კაბალიემ, ლუჩანო პავაროტიმ და პლასიდო დომინგომ გაუწიეს ფინანსური დახმარება. მძიმე წლებმა და ქიმიურმა თერაპიამ მომღერლის სახეს ნორმალური, ჯანმრთელი ფერი სამუდამოდ გაუქრო. ოპერაციიდან წელიწადნახევრის შემდეგ მან კონცერტი გამართა, რამოდენიმე წლის შემდეგ ის კლასიკური მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პროექტის „სამი ტენორის“, თანაავტორი გახდა. ამ ციკლის პირველი კონცერტი ეიფელის კოშკის ქვეშ გაიმართა და ფეხბურთის ჩემპიონატის პარიზულ ფინალს მიუძღვნა.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები