კრაკოვიაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კრაკოვიაკი''' – (პოლ. krakowiak), პოლონური ხალხური ცეკვა. ძველად კრ...)
 

მიმდინარე ცვლილება 19:16, 27 აპრილი 2025 მდგომარეობით

კრაკოვიაკი – (პოლ. krakowiak), პოლონური ხალხური ცეკვა. ძველად კრაკოვიაკს მხოლოდ მამაკაცები ცეკვავდნენ, მოგვიანებით_ – ქალ-ვაჟთა წყვილი. რიტმი მკვეთრი, ხშირი სინკოპებით. ტემპი ცოცხალი: ზომა 2/4; სრულდება მხიარულად, ტემპერამენტით, ამაყი მიხვრა-მოხვრით, როგორც სამეჯლისო ცეკვა, პოპულარული იყო XIX ს. და XX ს. დასაწყისში. კრაკოვიაკის მუსიკალური ფორმა გამოიყენა შოპენმა („დიდი საკონცერტო რონდო“ ფორტეპიანოსათვის ორკესტრთან ერთად). კრაკოვიაკი გვხვდება ოპერებსა და ბალეტებში (გლინკას „სიცოცხლე მეფისათვის“, ასაფიევის „ბახჩისარაის შადრევანი“ და სხვ.).


[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები