ლეონკავალო რუჯერო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რუჯერო ლეონკავალო''' – (8.III.1857, ნეაპოლი – 9.VIII.1919, მონტეკატინი), იტა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლეონკავალო რუჯერო“ გადაიტანა გვერდზე „რუჯერო ლეონკავალო“) |
22:01, 28 აპრილი 2025-ის ვერსია
რუჯერო ლეონკავალო – (8.III.1857, ნეაპოლი – 9.VIII.1919, მონტეკატინი), იტალიელი კომპოზიტორი. სწავლობდა ნეაპოლის კონსერვატორიაში. ლ. როსისთან (კომპოზიცია) და ბ. ჩეზისთან (ფორტეპიანო). 1878 დაამთავრა ბოლონიის უნივერსიტეტი (ლიტერატურის განყოფილება). ლეონკავალო საოპერო ვერიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია. დაწერილი აქვს 20-მდე ოპერა, მათ შორის გამორჩეულია „ჯამბაზები“ (1892), რომელიც ვერისტული ოპერის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ოპერები „ბოჰემა“ (1897) და ,,ზაზა” (1900), ოპერეტა „ვარდების დედოფალი“, ბალეტი „მარიონეტის ცხოვრება“, რომანსები, მათ შორის პოპულარული „განთიადი,“ საფორტეპიანი პიესები და სხვ.