ლიული ჟან ბატისტ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჟან ბატისტ ლიული''' – (28. XI. 1632, ფლორენცია – 22. III. 1687, პარიზი), ფრანგი ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლიული ჟან ბატისტ“ გადაიტანა გვერდზე „ჟან ბატისტ ლიული“) |
23:34, 28 აპრილი 2025-ის ვერსია
ჟან ბატისტ ლიული – (28. XI. 1632, ფლორენცია – 22. III. 1687, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი, ეროვნული საოპერო სკოლის ფუძემდებელი.
დაიბადა იტალიელი მეწისქვილის ოჯახში. 14 წლიდან პარიზშია. 1653-იდან სამეფო კარის კომპოზიტორია, 1672-იდან ხელმძღვანელობდა საოპერო თეატრს („მუსიკის სამეფო აკადემია“), შექმნა „ლირიკული ტრაგედიის“, – ანტიკურ მითოლოგიურ სიუჟეტზე აგებული მონუმენტური მუსიკალური სპექტაკლის ტიპი („ალცესტე ანუ ალკიდის დღესასწაული,“ 1674, „თესევსი“, 1675, „ატისი“, 1676, „არმიდა“, 1686 და სხვ.). ლიულის ოპერები გაჯერებულია საგუნდო და საბალეტო სცენებით. ლიულის საბალეტო მუსიკამ გავლენა მოახდინა საცეკვაო სიუიტის განვითარებაზე. ლიულის შემოქმედებაში ჩამოყალიბდა კლასიკური ფრანგული უვერტიურის ფორმა.