მეკირია
(ახალი გვერდი: '''მეკირია''' (ლათ. Apus melba Linnaeus, 1758) − პატარა ზომის ფრინველია, თუმცა მე...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''მეკირია''' (ლათ. Apus melba Linnaeus, 1758) − | + | '''მეკირია''' (ლათ. Apus melba Linnaeus, 1758) − ფრინველი ნამგალასნაირთა რიგიდან. |
| − | პატარა ზომის ფრინველია, თუმცა მეკირიებს შორის | + | * კლასი − ფრინველები (AVES) |
| − | შორის განსხვავება არაა. | + | * რიგი − [[ნამგალასნაირნი]] (Micropodiformes) |
| − | + | * ქვერიგი − [[ნამგალები]] (Apodes) | |
| − | აღწერილია 9 ქვესახეობა. | + | * ოჯახი − [[ნამგალასებრნი]] (Apodidae) |
| − | + | * გვარი − ნამგალა (Apus) | |
| − | კუნძულებზე; | + | მეკირია პატარა ზომის ფრინველია, თუმცა მეკირიებს შორის ყველაზე დიდია. ფრთა 200-225 მმ-ია, კუდი – 75-100 მმ, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] –7-10 მმ, გალო – 15-18 მმ, წონა – 70-115 გ. დედალი რამდენადმე დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მურა-ქვიშისფერია, მაგრამ ბუმბულებს ღია ფერის არშიები აქვთ. ამის გამო გამო ზურგის მხარე ხშირად ქერცლისებური შესახედაობისაა. სხეულის ქვემო მხარე [[თეთრი (ფერი)|თეთრი]]ა, მკერდზე ფართო მუქი განივი ზოლით. მოწაბლისფროა კუდქვეშა და ფრთებისქვეშა ბუმბულები. მომქნევები და საჭის ბუმბულები მურა ფერისაა. ფრთები ვიწრო და გრძელია, დაკეცილ მდგომარეობაში ბოლოებით ბევრად სცილდებიან კუდის წვეროს. კუდი ღრმად ამოკვეთილია, საჭის კიდურა ბუმბულები 15-25 მმ-ით გრძელია შუა ბუმბულებზე. გალო სუსტია, მაგრამ თითები ძლიერია და ბოლოვდებიან მოხრილი, მახვილი ბრჭყალებით. ნისკარტი შავია, თითები მურა-ხორცისფერი. |
| − | + | ||
| − | + | აღწერილია 9 ქვესახეობა. [[საქართველო]]ში მოიპოვება ევრაზიული მეკირია – A. m. melba Linn., 1758. | |
| − | + | ||
| − | + | ====გავრცელება==== | |
| − | + | სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს რამდენიმე იზოლირებულ ტერიტორიას ევრაზიასა და [[აფრიკა]]ში. ევრაზიაში მოიპოვება პირენეიდან ქაშმირამდე და [[ინდოეთი|ინდოეთამდე]]; [[ჩრდილოეთი]]თ სამხრეთ [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], ალპებში, ბალკანეთში, მცირე [[აზია]]ში, ყირიმში, ჩრდილო [[კავკასია]]ში, კოპეტდაღზე, შუა აზიის მთებში ყარატაუსა და ჰიმალაის მთებამდე. [[სამხრეთი]]თ – ბელუჯისტანში, [[ირანი|ირანში]], [[პალესტინა]]ში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე; [[აფრიკა]]ში [[ალჟირი|ალჟირში]], [[მაროკო]]ში, [[ტუნისი|ტუნისში]], აღმოსავლეთ აფრიკაში, აგრეთვე [[მადაგასკარი|მადაგასკარზე]]. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი. | |
| + | |||
| + | ====ბიოტოპი==== | ||
| + | მთების ხეობების ფრიალო კლდეები, ზღვების, ტბებისა და [[მდინარე]]ების მაღალი, ფლატეებიანი ნაპირები, ზოგან – დასახლებული პუნქტების მაღალი შენობები. | ||
| + | |||
| + | ====გამრავლება==== | ||
| + | ბუდობს უპირატესად კოლონიებად. იკეთებს პატარა ბუდეს ნაირგვარი მასალისაგან, უმთავრესად ბუმბულისა და ბალნისაგან, რომელთაც აგროვებს ფრენის დროს. მაისის პირველ ნახევარში დებს 2-3 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 18-21 დღემდე გრძელდება. | ||
| + | |||
| + | ====კვება==== | ||
| + | ენტომოფაგი ფრინველია. მათ შორის ძირითადია პატარა ზომის [[მწერები]] – [[კოღოები]], [[ქინქლები]] და მისთანანი, რომელთაც დიდი რაოდენობით იჭერს ჰაერში, ფრენის დროს. | ||
| + | |||
| + | ====მნიშვნელობა==== | ||
| + | კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია. | ||
| + | |||
| + | ==წყარო== | ||
| + | [[საქართველოს ფრინველების სარკვევი]] | ||
| + | [[კატეგორია:ფრინველები]] | ||
| + | [[კატეგორია:ნამგალასნაირნი]] | ||
| + | [[კატეგორია:ნამგალები]] | ||
| + | [[კატეგორია:ნამგალასებრნი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:45, 29 აპრილი 2025 მდგომარეობით
მეკირია (ლათ. Apus melba Linnaeus, 1758) − ფრინველი ნამგალასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ნამგალასნაირნი (Micropodiformes)
- ქვერიგი − ნამგალები (Apodes)
- ოჯახი − ნამგალასებრნი (Apodidae)
- გვარი − ნამგალა (Apus)
მეკირია პატარა ზომის ფრინველია, თუმცა მეკირიებს შორის ყველაზე დიდია. ფრთა 200-225 მმ-ია, კუდი – 75-100 მმ, ნისკარტი –7-10 მმ, გალო – 15-18 მმ, წონა – 70-115 გ. დედალი რამდენადმე დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მურა-ქვიშისფერია, მაგრამ ბუმბულებს ღია ფერის არშიები აქვთ. ამის გამო გამო ზურგის მხარე ხშირად ქერცლისებური შესახედაობისაა. სხეულის ქვემო მხარე თეთრია, მკერდზე ფართო მუქი განივი ზოლით. მოწაბლისფროა კუდქვეშა და ფრთებისქვეშა ბუმბულები. მომქნევები და საჭის ბუმბულები მურა ფერისაა. ფრთები ვიწრო და გრძელია, დაკეცილ მდგომარეობაში ბოლოებით ბევრად სცილდებიან კუდის წვეროს. კუდი ღრმად ამოკვეთილია, საჭის კიდურა ბუმბულები 15-25 მმ-ით გრძელია შუა ბუმბულებზე. გალო სუსტია, მაგრამ თითები ძლიერია და ბოლოვდებიან მოხრილი, მახვილი ბრჭყალებით. ნისკარტი შავია, თითები მურა-ხორცისფერი.
აღწერილია 9 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევრაზიული მეკირია – A. m. melba Linn., 1758.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს რამდენიმე იზოლირებულ ტერიტორიას ევრაზიასა და აფრიკაში. ევრაზიაში მოიპოვება პირენეიდან ქაშმირამდე და ინდოეთამდე; ჩრდილოეთით სამხრეთ საფრანგეთში, ალპებში, ბალკანეთში, მცირე აზიაში, ყირიმში, ჩრდილო კავკასიაში, კოპეტდაღზე, შუა აზიის მთებში ყარატაუსა და ჰიმალაის მთებამდე. სამხრეთით – ბელუჯისტანში, ირანში, პალესტინაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე; აფრიკაში ალჟირში, მაროკოში, ტუნისში, აღმოსავლეთ აფრიკაში, აგრეთვე მადაგასკარზე. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.
[რედაქტირება] ბიოტოპი
მთების ხეობების ფრიალო კლდეები, ზღვების, ტბებისა და მდინარეების მაღალი, ფლატეებიანი ნაპირები, ზოგან – დასახლებული პუნქტების მაღალი შენობები.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდობს უპირატესად კოლონიებად. იკეთებს პატარა ბუდეს ნაირგვარი მასალისაგან, უმთავრესად ბუმბულისა და ბალნისაგან, რომელთაც აგროვებს ფრენის დროს. მაისის პირველ ნახევარში დებს 2-3 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 18-21 დღემდე გრძელდება.
[რედაქტირება] კვება
ენტომოფაგი ფრინველია. მათ შორის ძირითადია პატარა ზომის მწერები – კოღოები, ქინქლები და მისთანანი, რომელთაც დიდი რაოდენობით იჭერს ჰაერში, ფრენის დროს.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია.