ლუთერი მარტინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლუთერი მარტინ“ გადაიტანა გვერდზე „მარტინ ლუთერი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მარტინ ლუთერი“ გადაიტანა გვერდზე „ლუთერი მარტინ“ გადამისამარ...)

15:56, 29 აპრილი 2025-ის ვერსია

მარტინ ლუთერი − (10 ნოემბერი 1483, აისლებენი, საქსონია − 18 თებერვალი 1546, იქვე), გერმანელი თეოლოგი, გერმანული პროტესტანტიზმის (ლუთერანობის) ფუძემდებელი, საერო გერმანული ლიტერატურული ენის ერთერთი შემქმნელი, ბერი–ავგუსტინელი. მოახდინა საეკლესიო მუსიკის რეფორმა (1523-იდან მან ღვთისმსახურება გერმანულ ენაზე წარმართა, უპირატესობა ვოკალურ მუსიკას მიანიჭა, გამოიყენა ხალხური მელოდიები). მუსიკას თვლიდა ადამიანის სულიერი ფორმირების საშუალებად. ლ. ი. ვალტერთან და კ. რუპშთან ერთად ერთ-ერთი შემქმნელია პროტესტანტული ქორალისა და გერმანული მესისა. განსაკუთრებით ცნობილია ქორალი „Ein feste Burg ist unser Gott“ („ღმერთია ჩვენი ჭეშმარიტი ბურჯი“), რომელსაც ფ. ენგელსმა XVI საუკუნის „მარსელიეზა“ უწოდა. ლუთერი 24 ქორალური მელოდიისა და 4 - ხმიანი მოტეტის ნაწილის სავარაუდო ავტორია. მას აგრეთვე ეკუთვნის რამდენიმე მუსიკალურ ესთეტიკური ნაშრომი.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები