ყაპყაპისებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ყაპყაპისებრნი''' (ლათ. Coraciidae) − ფრინველთა ოჯახი [[ყაპყაპისნაირნ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:48, 30 აპრილი 2025 მდგომარეობით

ყაპყაპისებრნი (ლათ. Coraciidae) − ფრინველთა ოჯახი ყაპყაპისნაირთა რიგიდან. ოჯახში საშუალო ზომის ფრინველებია, მკვეთრი შეფერილობის, მაგრამ მეტალური ელვარების გარეშე. ნისკარტი შედარებით მოკლეა, ძლიერი და სწორი, მხოლოდ ნისკარტზედას წვეროა მოკაუჭებული. ფეხები ძლიერია, თითები ერთმანეთთან არ არიან შეზრდილი და ძირამდე თავისუფალია. გალოზე განივი ფარებია. პირველი რიგის მომქნევი 11-ია, საჭის ბუმბულები − 12. კუდუსუნის ჯირკვალი შეუმოსავია.

მონოგამიური ფრინველებია. ბუდობენ ცალკეულ წყვილებად ფუღუროებში, კლდეთა ნაპრალებში, სოროებში. დებენ 4-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 18-19 დღემდე გრძელდება. იკვებებიან დიდი ზომის მწერებით, ზოგჯერ წვრილი ხერხემლიანებითაც. სასარგებლო ფრინველებია.

ოჯახში 5 გვარი და 16 სახეობაა. გავრცელებული არიან ევროპის, აზიის, აფრიკისა და ავსტრალიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ ერთი გვარი.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები