ყაპყაპი
(ახალი გვერდი: '''ყაპყაპი''' (''ლათ''. Coracias garrulus Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი [[ყ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:09, 30 აპრილი 2025 მდგომარეობით
ყაპყაპი (ლათ. Coracias garrulus Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი ყაპყაპისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ყაპყაპი.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ყაპყაპისნაირნი (Coraciiformes)
- ოჯახი − ყაპყაპისებრნი (Coraciidae)
- გვარი − ყაპყაპი (Coracias)
ყაპყაპი საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 180-205 მმ-ია, კუდი − 120-135 მმ, ნისკარტი − 25-30 მმ, წონა − 130-190 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი ადვილი გამოსაცნობია მკვეთრი მომწვანო-ცისფერი საერთო შეფერილობით. თავი, კისერი, მთელი მუცლის მხარე, ფრთების ქვემო, აგრეთვე დიდი და საშუალო ზემო მფარავები მომწვანო ცისფერია; ზურგი, მხრების ბუმბულები, მესამე რიგის მომქნევები − მოქარცისფრო-ყავისფერი; წელი და დანარჩენი მომქნევები მუქი მურა, გარეთა მარაოებზე მოლურჯო ელფერით. ფრთების პატარა მფარავები მკვეთრი მოლურჯო-სოსანია. საჭის შუა წყვილი მუქი მურაა, მოლურჯო-სოსანი ელფერით, ხოლო დანარჩენი - მოცისფრო-ლურჯი ფეხები ღია მურა ფერისაა, ნისკარტი − მუქი მურა.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ყაპყაპი — C. g. garrulus Linn., 1758.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის დიდ ნაწილს სამხრეთი საფრანგეთიდან, დასავლეთ ალტაიმდე; ჩრდილოეთით შვეციის სამხრეთი ნაწილი, გერმანია, ბალტიისპირეთი, ლენინგრადის, კალინინისა და გორკის ოლქები, აქტიუბინსკი და ომსკი; სამხრეთით — ხმელთაშუა ზღვა, მცირე აზია, სირია, პალესტინა, მესოპოტამია, ირანი, შუა აზია, ავღანეთი, ჩრდილო-დასავლეთი ინდოეთი; აგრეთვე აფრიკაში — ალჟირი, მაროკო და ტუნისი. იზამთრებს სამხრეთ აფრიკაში. საქართველოში მობუდარია.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ტყე-ველები, ველები და კულტურული ლანდშაფტი. ველებში ირჩევს ფლატეებს, ხრამებსა და მდინარეთა ნაპირებს. გარდა ამისა, აღმოსავლეთ საქართველოში ეტანება ე. წ. ნათელ ტყეებს.
[რედაქტირება] გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ტყიან ადგილებში ბუდობს ფუღუროებში. ველებში თხრის სოროებს. მაისის მეორე ნახევარში დებს ჩვეულებრივად 4-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 18-19 დღეს გრძელდება. ბარტყები იჩეკებიან ტიტველი და თვალებაუხილველი, რომელთაც მშობლები კვებავენ 26-28 დღის განმავლობაში.
[რედაქტირება] კვება
ძირითადი საკვებია დიდი ზომის მწერები − მახრა, კალიები, კუტკალიები, ნაირგვარი ხოჭოები, რომელთაც პოულობს და კენკავს მიწაზე. იჭერს და ჭამს ზოგჯერ ხვლიკებს, მცირე ზომის მღრღნელებს, ბაყაყებსა და სხვა ცხოველებს.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
ყაპყაპი სასარგებლო ფრინველია. იგი მრავლად ანადგურებს მავნე მწერებს, აგრეთვე მღრღნელებსაც.