მზიური (ანსამბლი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მზიური''' − მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლესთა...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:06, 2 მაისი 2025 მდგომარეობით

მზიური − მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლესთან არსებული ბავშვთა ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლი. ჩამოყალიბდა 1971 (ხელმძღვანელი რ. კაზარიანი, გ. ჯაიანი). ანსამბლმა საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. ფართო საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოში და საზღვარგარეთ. დადგმული აქვს მუსიკალური სპექტაკლები – „ბურატინო“ (მუსიკა ა. რიბნიკოვისა) და „სათაგური“ (კომპოზიტორი ვ. დურგლიშვილი), გამოცემული აქვს ფირფიტები, გადაღებულია ფილმი „მზიური“ (რეჟ. ზ. კაკაბაძე). ანსამბლში აღიზარდნენ შემდგომში ცნობილი მომღერლები: თ. გვერდწითელი, თ. ჭოხონელიძე, მ. ჯაბუა, მ. კახიანი და სხვ. დაიშალა 1981.



[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები