მუშკუდიანი თენგიზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თენგიზ მუშკუდიანი''' – (დ. 12 ივნისი, 1927, თბილისი — გ. 2 ივლისი, 2023, ი...)
 
(წყარო)
ხაზი 5: ხაზი 5:
 
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]  
 
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]  
  
[[კატეგორია:ვიკალისტები]]
+
[[კატეგორია:ვოკალისტები]]
[[კატეგორია:ქართველი ვიკალისტები]]
+
[[კატეგორია:ქართველი ვოკალისტები]]
[[კატეგორია:საოპერო მომაღერლები]]
+
[[კატეგორია:საოპერო მომღერლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სახალხო არტისტები]]
 
[[კატეგორია: მუშკუდიანები]]
 
[[კატეგორია: მუშკუდიანები]]

22:39, 4 მაისი 2025-ის ვერსია

თენგიზ მუშკუდიანი – (დ. 12 ივნისი, 1927, თბილისი — გ. 2 ივლისი, 2023, იქვე). ქართველი მომღერალი (ბანი), საქართველოს სახალხო არტისტი (1965). 1951 დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტური. 1955 თბილისის კონსერვატორია (პროფ. ვ. ქაშაკაშვილის კლსდი). მუშკუდიანი 1954-იდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო და ასრულებდა ბანის პარტიებს, რომელთაგან აღსანიშნავია: ბორისი, პიმენი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი“), მეწისქვილე (დარგომიჟსკის „ალი“), დონ ბაზილიო (როსინის სევილიელი დალაქი), გალიცკი (ბოროდინის „თავადი იგორი“), ცანგალა, ენგიჩარი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „ლატავრა“), ხევისბერი (ო. თაქთაქიშვილის „მინდია“), შერგილი (რ. ლაღიძის „ლელა“), მეფე გიორგი (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), დონ ჯოვანი (მოცარტის „დონ ჯოვანი“) და სხვ. სრული დიაპაზონის ლამაზი და სასიამოვნო ტემბრის ბანმა, მუსიკალობამ, არტისტულმა გარეგნობამ მუშკუდიანს აღიარება მოუპოვა. გადაღებულია კინოში („აბეზარა“, „დიდოსტატის მარჯვენა“). პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბ. I სამუსიკო სასწავლებელში (მისი დირექტორი იყო 1985-2005 წლებში) და კონსერვატორიაში (პროფესორი). მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ (2016).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები