მცირე ჭრელი კოდალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მცირე ჭრელი კოდალა''' (ლათ. Dendrocopos minor Linnaeus, 1758) − ფრინველი [[კოდალას...)
 
ხაზი 6: ხაზი 6:
 
მცირე ჭრელი კოდალა კოდალებს შორის ყველაზე პატარაა, ფრთა 90-100 მმ-ია, კუდი − 50-70 მმ, [[ნისკარტი (ფრინველის)|ნისკარტი]] – 12-15 მმ, წონა − 20-30  გ. შეფერილობაში  სქესთა შორის განსხვავება უმნიშვნელოა. მამალს შუბლი ღია ფერის აქვს, თავი ზემოდან – მკვეთრი წითელი, კეფა, ზურგის წინა ნაწილი და კუდის ზემო მფარავები – შავი. ზურგის შუა ნაწილი [[თეთრი (ფერი)|თეთრი]]ა, განივი შავი ზოლებით. საჭის ცენტრალური წყვილი მთლიანად შავია, ხოლო კიდურა წყვილი – თეთრი, წვეროს მახლობლად შავი ზოლით. პირველი რიგის მომქნევები მურა-შავია, საკმაოდ ფართო ლაქებით. შავი ფერის მეორე რიგის მომქნევებზე თეთრი განივი ლაქებია. თავის გვერდები თეთრია; ყელი, ჩიჩახვი და მუცლის უკანა ნაწილი – მოთეთრო, მუქი გასწვრივი სიჭრელით. ნისკარტის ძირში იწყება და ყელის გვერდებზე გასდევს შავი ზოლები, ე. წ. „ულვაშები“. დედალს თავზე წითელი ფერი არა აქვს, შუბლი და თხემი თეთრია.  
 
აღწერილია 14 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური მცირე ჭრელი კოდალა – D. m. colchicus Buturlin, 1908.
+
აღწერილია 14 ქვესახეობა. [[საქართველო]]ში მოიპოვება კავკასიური მცირე ჭრელი კოდალა – D. m. colchicus Buturlin, 1908.
  
====გავრცელება====  
 
====გავრცელება====  

მიმდინარე ცვლილება 16:17, 6 მაისი 2025 მდგომარეობით

მცირე ჭრელი კოდალა (ლათ. Dendrocopos minor Linnaeus, 1758) − ფრინველი კოდალასნაირთა რიგიდან.

მცირე ჭრელი კოდალა კოდალებს შორის ყველაზე პატარაა, ფრთა 90-100 მმ-ია, კუდი − 50-70 მმ, ნისკარტი – 12-15 მმ, წონა − 20-30 გ. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება უმნიშვნელოა. მამალს შუბლი ღია ფერის აქვს, თავი ზემოდან – მკვეთრი წითელი, კეფა, ზურგის წინა ნაწილი და კუდის ზემო მფარავები – შავი. ზურგის შუა ნაწილი თეთრია, განივი შავი ზოლებით. საჭის ცენტრალური წყვილი მთლიანად შავია, ხოლო კიდურა წყვილი – თეთრი, წვეროს მახლობლად შავი ზოლით. პირველი რიგის მომქნევები მურა-შავია, საკმაოდ ფართო ლაქებით. შავი ფერის მეორე რიგის მომქნევებზე თეთრი განივი ლაქებია. თავის გვერდები თეთრია; ყელი, ჩიჩახვი და მუცლის უკანა ნაწილი – მოთეთრო, მუქი გასწვრივი სიჭრელით. ნისკარტის ძირში იწყება და ყელის გვერდებზე გასდევს შავი ზოლები, ე. წ. „ულვაშები“. დედალს თავზე წითელი ფერი არა აქვს, შუბლი და თხემი თეთრია.

აღწერილია 14 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური მცირე ჭრელი კოდალა – D. m. colchicus Buturlin, 1908.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის არეალი მოიცავს: დასავლეთით – აზორის კუნძულებიდან, ალჟირიდან და ბრიტანეთიდან, აღმოსავლეთით – კამჩატკამდე, სახალინამდე, იაპონიამდე და კორეამდე; ჩრდილოეთი საზღვარი გადის სკანდინავიაში 70-ე პარალელზე, სსრკ ევროპულ ნაწილში – მაღალტანიან ტყის საზღვარზე, აზიაში – ქვემო ტუნგუსკის სათავეებთან და ანადირის აუზის დასავლეთ ნაწილში; სამხრეთით – ბალკანეთში, მცირე აზიაში, ირანში, მონგოლეთსა და მანჯურიაში. საქართველოში მობინადრეა.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ფოთლოვანი და შერეული ტიპის ტყეები, ჭალები და ღები. დასავლეთ საქართველოში ხშირადაა წიფლნარებსა და რცხილნარებში. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ-მდე ზ. დ.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდობს ხის ფუღუროებში. მაისის პირველ რიცხვებში დებს 5-9 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

მცირე ჭრელი კოდალა მხოლოდ მწერებით, მეტწილად ტყის მავნებლებით იკვებება. ზაფხულში ჭამს ხეებზე ღიად მცხოვრებ, ხოლო ზამთარში – ქერქის ქვეშ მიმალულ მწერებს.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

მავნე მწერების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სატყეო მეურნეობისათვის.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები