სასულიერო მუსიკა
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
ქართული [[საგალობელი]] სამხმიანია, ემყარება მოდალურ სისტემას, ხმათა ლინეარული განვითარებით. ძირითადი კანონიკური ჰანგი საგალობლის ზედა ხმაშია გადმოცემული. | ქართული [[საგალობელი]] სამხმიანია, ემყარება მოდალურ სისტემას, ხმათა ლინეარული განვითარებით. ძირითადი კანონიკური ჰანგი საგალობლის ზედა ხმაშია გადმოცემული. | ||
− | + | ქართული საეკლესიო მუსიკა ემყარება ზოგადქრისტიანული რვა ხმის სისტემას. ქართულ საეკლესიო მუსიკაში გამოიყოფა ორი ძირითადი შტო – აღმოსავლური (ქართლ-კახური) და დასავლური (იმერულ-გურული). ცნობილია [[გელათი]]ს, [[მარტვილის მონასტერი|მარტვილი]]ს, [[შემოქმედის მონასტერი|შემოქმედის]], [[გარეჯი|დავით-გარეჯის]], შიო-მღვიმის და სხვა მონასტრებთან არსებული სამგალობლო სკოლები. | |
კათოლიკური საეკლესიო მუსიკის საფუძველი [[გრიგოლისეული ქორალი]]ა (ლათ. ენაზე), რომელიც სრულდება შემდეგი მუსიკალური ფორმებით: ორგანუმი, [[მოტეტი]], [[მადრიგალი]], [[ფსალმუნი|ფსალმუნები]], ჰიმნები, [[მესა]], [[რეკვიემი]], [[მაგნიფიკატი]], ტედეუმი და სხვ. გალობენ პროფესიონალი მომღერლები საკრავის თანხლების გარეშე (a cappella) ან გუნდი საკრავების ანსამბლთან ერთად. | კათოლიკური საეკლესიო მუსიკის საფუძველი [[გრიგოლისეული ქორალი]]ა (ლათ. ენაზე), რომელიც სრულდება შემდეგი მუსიკალური ფორმებით: ორგანუმი, [[მოტეტი]], [[მადრიგალი]], [[ფსალმუნი|ფსალმუნები]], ჰიმნები, [[მესა]], [[რეკვიემი]], [[მაგნიფიკატი]], ტედეუმი და სხვ. გალობენ პროფესიონალი მომღერლები საკრავის თანხლების გარეშე (a cappella) ან გუნდი საკრავების ანსამბლთან ერთად. |
მიმდინარე ცვლილება 20:44, 8 მაისი 2025 მდგომარეობით
სასულიერო მუსიკა – საეკლესიო ღვთისმსახურების შემადგენელი ნაწილი, რომელსაც საფუძვლად უდევს რელიგიური ხასიათის ტექსტები.
მართლმადიდებლურმა, კათოლიკურმა, პროტესტანტულმა და სხვ. ქრისტიანულმა ეკლესიებმა ლიტურგიკის მუზიცირების თავისებური ფორმები შეიმუშავეს. თავის მხრივ, მართლმადიდებლური ლიტურგიკაც (იმისდა მიხედვით, თუ რომელ ავტოკეფალიას ექვემდებარება) სხვადასხვაგვარია, მაგ.: ანტიოქიური, ბერძნული, სერბული, ბულგარული, ქართული, რუსული, და სხვ. ცალკეულ ერებში ლიტურგიკამ და მასთან დაკავშირებულმა მუსიკამაც გარკვეული ცვლილებები განიცადა. მართლმადიდებლურ ეკლესიებში ლიტურგიკის დროს გალობა საკრავის გარეშე სრულდება. ქართული საეკლესიო მუსიკა საუკუნეების სიღრმეში იღებს სათავეს. იგი ვითარდებოდა როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ არსებულ ქართულ სამონასტრო კერებში – პალესტინაში, სინას მთაზე, ათონზე იერუსალიმში. ქართულმა საეკლესიო მუსიკამ თავის განვითარების მწვერვალს მიაღწია X-XII სს-ებში.
ქართული საგალობელი სამხმიანია, ემყარება მოდალურ სისტემას, ხმათა ლინეარული განვითარებით. ძირითადი კანონიკური ჰანგი საგალობლის ზედა ხმაშია გადმოცემული.
ქართული საეკლესიო მუსიკა ემყარება ზოგადქრისტიანული რვა ხმის სისტემას. ქართულ საეკლესიო მუსიკაში გამოიყოფა ორი ძირითადი შტო – აღმოსავლური (ქართლ-კახური) და დასავლური (იმერულ-გურული). ცნობილია გელათის, მარტვილის, შემოქმედის, დავით-გარეჯის, შიო-მღვიმის და სხვა მონასტრებთან არსებული სამგალობლო სკოლები.
კათოლიკური საეკლესიო მუსიკის საფუძველი გრიგოლისეული ქორალია (ლათ. ენაზე), რომელიც სრულდება შემდეგი მუსიკალური ფორმებით: ორგანუმი, მოტეტი, მადრიგალი, ფსალმუნები, ჰიმნები, მესა, რეკვიემი, მაგნიფიკატი, ტედეუმი და სხვ. გალობენ პროფესიონალი მომღერლები საკრავის თანხლების გარეშე (a cappella) ან გუნდი საკრავების ანსამბლთან ერთად.
ისტორიულად, მუსიკალური კულტურის განვითარების გარკვეულ ეტაპზე საეკლესიო მუსიკამ დიდი გავლენა მოახდინა პროფესიულ და ხალხურ შემოქმედებაზე. თავის მხრივ, ხალხურმა სიმღერამაც დიდი როლი შეასრულა საეკლესიო მუსიკის ფორმირებაში, ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს ქართულ საეკლესიო მუსიკაში.
ქართულ საეკლესიო გალობაში უნდა გამოიყოს 2 კილო: ქართლურ-კახური და იმერულ- გურული, რომელთაც ფაქტობრივად ერთი საფუძველი აქვთ.
ე. ონიანი,
თ. ჩხეიძე