ტემპი (მუსიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ტემპი''' – (იტალ. tempo < ლათ. tempus — დრო), მოძრაობის, სიჩქარის, სისწრაფის ხარისხი, მეტრული ერთეულების მოძრაობის სიჩქარე. ტემპი განსაზღვრავს აბსოლუტურ სიჩქარეს, რომლითაც სრულდება მუსიკალური ნაწარმოები; განსხვავდება შეფარდებითი  სიჩქარისაგან, რომელიც რიტმულ შეფარდებაზეა დამოკიდებული.  
+
'''ტემპი''' – (იტალ. tempo < ლათ. tempus — დრო), მეტრულად თვლადი ერთეულების ცვლადობის სიჩქარე. ტემპი მჭიდროდაა დაკავშირებული მუსიკის ხასიათთან. თავდაპირველად ტემპი ნოტებში არ აღინიშნებოდა და შემსრულებელი მუსიკის შინაარსისა და ფაქტურის მიხედვით ირჩევდა მას. XVII ს-იდან ტემპი აღინიშნება სპეციალური იტალიური ტერმინებით. ძირითადი ტემპებია: ლარგო, [[ლენტო]], [[ადაჯო]] (ნელი), [[ანდანტე]], [[მოდერატო]] (ზომიერი) და [[ალეგრო]], [[ვივაჩე]], [[პრესტო]] (ჩქარი). ტემპის აღმნიშვნელ ხელსაწყოს [[მეტრონომი]] ეწოდება. მეტრონომული აღნიშვნები, რომლებსაც კომპოზიტორი აკეთებს [[ნოტები|ნოტებში]], წარმოადგენს მხოლოდ ორიენტირს შემსრულებლებისათვის. მას შეუძლია გარკვეულ ფარგლებში ამ ტემპიდან გადახრა. ყველა ცალკეულ ფრაზის ტემპი შეიძლება რამდენადმე აჩქარდეს ან შენელდეს. გვხვდება უფრო მნიშვნელოვანი გადახრები ძირითად ტემპიდან, რაც აღინიშნება ტერმინებით: [[აჩელერანდო]], სტრინჯენდო, პიუ მოსო (აჩქარება), რალენტანდო, [[რიტენუტო]], მენო მოსო (შენელება). თავდაპირველ ტემპზე დაბრუნება აღინიშნება ტერმინით – ტემპო პრიმო.
 
+
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 19:11, 12 მაისი 2025 მდგომარეობით

ტემპი – (იტალ. tempo < ლათ. tempus — დრო), მეტრულად თვლადი ერთეულების ცვლადობის სიჩქარე. ტემპი მჭიდროდაა დაკავშირებული მუსიკის ხასიათთან. თავდაპირველად ტემპი ნოტებში არ აღინიშნებოდა და შემსრულებელი მუსიკის შინაარსისა და ფაქტურის მიხედვით ირჩევდა მას. XVII ს-იდან ტემპი აღინიშნება სპეციალური იტალიური ტერმინებით. ძირითადი ტემპებია: ლარგო, ლენტო, ადაჯო (ნელი), ანდანტე, მოდერატო (ზომიერი) და ალეგრო, ვივაჩე, პრესტო (ჩქარი). ტემპის აღმნიშვნელ ხელსაწყოს მეტრონომი ეწოდება. მეტრონომული აღნიშვნები, რომლებსაც კომპოზიტორი აკეთებს ნოტებში, წარმოადგენს მხოლოდ ორიენტირს შემსრულებლებისათვის. მას შეუძლია გარკვეულ ფარგლებში ამ ტემპიდან გადახრა. ყველა ცალკეულ ფრაზის ტემპი შეიძლება რამდენადმე აჩქარდეს ან შენელდეს. გვხვდება უფრო მნიშვნელოვანი გადახრები ძირითად ტემპიდან, რაც აღინიშნება ტერმინებით: აჩელერანდო, სტრინჯენდო, პიუ მოსო (აჩქარება), რალენტანდო, რიტენუტო, მენო მოსო (შენელება). თავდაპირველ ტემპზე დაბრუნება აღინიშნება ტერმინით – ტემპო პრიმო.


[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები