ჰეიფეცი იაშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰეიფეცი იაშა“ გადაიტანა გვერდზე „იოსებ ჰეიფეცი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იოსებ ჰეიფეცი“ გადაიტანა გვერდზე „ჰეიფეცი იაშა“ გადამისამართ...) |
მიმდინარე ცვლილება 00:33, 21 მაისი 2025 მდგომარეობით
იაშა (იოსებ) ჰეიფეცი – (20 იანვარი (2 თებერვალი) 1901, ვილნიუსი, – 10 დეკემბერი 1987, ლოს-ანჯელესი), ამერიკელი მევიოლინე, პედაგოგი. იყო ვუნდერკინდი, 6 წლისამ შეასრულა მენდელსონის კონცერტი. 1910-იდან სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში ლ. აუერთან. 1917-იდან ცხოვრობდა ამერიკაში. გასტროლებს მართავდა მთელ მსოფლიოში. XX ს. ერთ-ერთი უდიდესი მევიოლინეა. მისი შესრულებისათვის დამახასიათებელი იყო მრავალფეროვანი ჟღერადობა, ვირტუოზული ტექნიკა, მხატვრული ინტერპრეტაციის ყველა ელემენტის ჰარმონიული გაწონასწორებულობა. 1959-იდან სამხრეთ კალიფორნიის (ლოს ანჯელესი) უნივერსიტეტის პროფესორი, ჰეიფეცი მრავალი ტრანსკრიფციის ავტორია.