ჰენდელი გეორგ ფრიდრიხ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი''' − 23 თებერვალი 1685, ჰალე − 14 აპრილი 1759, ლო...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰენდელი გეორგ ფრიდრიხ“ გადაიტანა გვერდზე „[[გეორგ ფრიდრიხ ჰენდე...)

00:48, 21 მაისი 2025-ის ვერსია

გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი − 23 თებერვალი 1685, ჰალე − 14 აპრილი 1759, ლონდონი), გერმანელი კომპოზიტორი.

მისი პირველი მასწავლებელი იყო ფ. ცახაუ. 17 წლის ჰენდელი ორგანისტი გახდა ჰალეში. 1703-იდან ჰამბურგში იყო, სადაც დაიდგა მისი პირველი ოპერები: „ალმირა“ და „ნერონი“. 1706-იდან ცხოვრობდა იტალიაში. აქ შექმნა ოპერები „როდრიგო“ (1707), „აგრიპინა“ (1709) და სხვ. ჰენდელმა იტალიაში გამოჩენილი კლავესინისტის სახელი მოიპოვა. 1710-16 პერიოდულად მოღვაწეობდა ჰანოვერსა და ლონდონში. დიდი წარმატება ხვდა ლონდონში მის ოპერას „რინალდოს“ (1711). 1720 სათავეში ჩაუდგა ლონდონის საოპერო თეატრს, შექმნა ოპერები „რადამისტი“ ძველ ქართულ (იბერიულ) სიუჟეტზე (1720), „იულიუს კეისარი“ (1724), „როდელინდს“(1725) და სხვ.

დიდი დარტყმა მიაყენა ჰენდელის მოღვაწეობას ლონდონში 1728 წელს დადგმულმა „ღატაკთა ოპერამ“ (ტექსტი ჯ. გეისა, მუსიკა ჯ. პეპუშისა), რომელიც წარმოადგენდა პაროდიას იტალიურ ოპერაზე. ჰენდელის თეატრი დაიხურა, თვითონ კომპოზიტორი მძიმედ დაავადდა. გამოჯანმრთელების შემდეგ დაუბრუნდა შემოქმედებით მოღვაწეობას, მიმართა ინგლისში პოპულარულ ბიბლიურ თემატიკას. მის მთავარ ჟანრად იქცა მონუმენტური ორატორია („ისრაელი ეგვიპტეში“,1739,„მესია“ 1742,„სამსონი“ 1743). საყოველთაო აღიარება მოიპოვეს გმირულ-პატრიოტულ თემატიკაზე აგებულმა ორატორიებმა – „იუდა მაკაბელი“, „შემთხვევის გამო.“

ჰენდელი დიდი წარმატებით გამოდიოდა როგორც ორგანისტი. იგი სიცოცხლის ბოლო წლებში დაბრმავდა. გარდაიცვალა დიდების მწვერვალზე მყოფი. მთავარი ადგილი ჰენდელის შემოქმედებაში უჭირავს ოპერებსა (40-ზე მეტი) და ორატორიებს (30-ზე მეტი), რომლებშიც გამოიხატა მისი სწრაფვა დრამატიზმისა და მონუმენტურობისაკენ. ჰენდელი ცდილობდა ოპერა-სერიის დრამატიზაციას, გააძლიერა ორკესტრისა და გუნდის როლი. მან შექმნა ახალი ტიპის ორატორია, გრანდიოზული თავისი მასშტაბებით. ყველა ამ თვისებით იგი ბეთჰოვენის წინამორბედად შეიძლება მივიჩნიოთ. ი.ს. ბახთან ერთად ჰ. პოლიფონიური მუსიკის უდიდესი ოსტატია.

ოპერებისა და ორატორიების გარდა ცნობილია ჰენდელის 12 კონჩერტო გროსო, 12 საორგანო კონცერტი, მრავალი საკრავიერი და სხვ ჟანრის ნაწარმოებები.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები