ტაბუ
(ახალი გვერდი: '''ტაბუ''' – რიტუალი, აკრძალვა რაიმე საგნის, მოქმედების, სიტყვ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ტაბუ''' – [[რიტუალი]], აკრძალვა რაიმე საგნის, მოქმედების, სიტყვის, საჭმლის... ტაბუს დარღვევა თითქოს ღვთაებათა განაწყენებას იწვევს, რასაც დამნაშავის დასჯა | + | '''ტაბუ''' – [[რიტუალი]], აკრძალვა რაიმე საგნის, მოქმედების, სიტყვის, საჭმლის... ტაბუს დარღვევა თითქოს ღვთაებათა განაწყენებას იწვევს, რასაც დამნაშავის დასჯა მოჰყვება. ტაბუ წარმოიშვა პირველყოფილი ხალხების [[რელიგია]]ში ზებუნებრივი ძალების რწმენათა და წარმოდგენათა გაჩენასთან „ერთად. კლასობრივი საზოგადოების აღმოცენების შემდეგ ტაბუმ შეიძინა სოციალური მნიშვნელობა და [[კულტი]]ს მსახურებმა ხალხზე ბატონობის იარაღად გამოიყენეს. ტაბუსთან დაკავშირებული ცრურწმენები და წეს-ჩვეულებანი ფართოდ აისახა ქრისტიანთა და იუდეველთა რელიგიებში. [[ბიბლია]] კრძალავს ღვთაებათა სახელების წარმოთქმას, მორწმუნეთა მიერ [[მარხვა]]ში სახსნილო საჭმლის მიღებას, უქმე დღეებში მუშაობას, [[საკურთხეველი|საკურთხეველში]] ქალთა შესვლას და სხვ. |
− | არსებობს ე. წ. ფოლკლორული ტაბუ. ინდიელთა რწმენით, თუ დღისით [[ზღაპარი|ზღაპარს]] იტყვიან, გველი მივა და ხალხს დააზიანებს. სამხრეთ [[აფრიკა|აფრიკის]] ბეჩუანები მზის ჩასვლამდე ზღაპრებს არ | + | არსებობს ე. წ. ფოლკლორული ტაბუ. ინდიელთა რწმენით, თუ დღისით [[ზღაპარი|ზღაპარს]] იტყვიან, გველი მივა და ხალხს დააზიანებს. სამხრეთ [[აფრიკა|აფრიკის]] ბეჩუანები მზის ჩასვლამდე ზღაპრებს არ მოჰყვებიან, მოამბეს თავზე ღრუბლები დაცვივაო. ანალოგიური რწმენის გადმონაშთი ქართველ ტომთა შორის დღემდეა შემორჩენილი. აღმოსავლეთ [[საქართველო]]ში [[მთქმელი]] ხშირად აღნიშნავს: „დღე ზღაპრის თქმა არ ვარგაო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტაბუირების რთული სისტემა, ქართულ სამონადირეო ტრადიციებს რომ უკავშირდება. |
''ნ. შამანაძე'' | ''ნ. შამანაძე'' |
მიმდინარე ცვლილება 14:03, 5 ივნისი 2025 მდგომარეობით
ტაბუ – რიტუალი, აკრძალვა რაიმე საგნის, მოქმედების, სიტყვის, საჭმლის... ტაბუს დარღვევა თითქოს ღვთაებათა განაწყენებას იწვევს, რასაც დამნაშავის დასჯა მოჰყვება. ტაბუ წარმოიშვა პირველყოფილი ხალხების რელიგიაში ზებუნებრივი ძალების რწმენათა და წარმოდგენათა გაჩენასთან „ერთად. კლასობრივი საზოგადოების აღმოცენების შემდეგ ტაბუმ შეიძინა სოციალური მნიშვნელობა და კულტის მსახურებმა ხალხზე ბატონობის იარაღად გამოიყენეს. ტაბუსთან დაკავშირებული ცრურწმენები და წეს-ჩვეულებანი ფართოდ აისახა ქრისტიანთა და იუდეველთა რელიგიებში. ბიბლია კრძალავს ღვთაებათა სახელების წარმოთქმას, მორწმუნეთა მიერ მარხვაში სახსნილო საჭმლის მიღებას, უქმე დღეებში მუშაობას, საკურთხეველში ქალთა შესვლას და სხვ.
არსებობს ე. წ. ფოლკლორული ტაბუ. ინდიელთა რწმენით, თუ დღისით ზღაპარს იტყვიან, გველი მივა და ხალხს დააზიანებს. სამხრეთ აფრიკის ბეჩუანები მზის ჩასვლამდე ზღაპრებს არ მოჰყვებიან, მოამბეს თავზე ღრუბლები დაცვივაო. ანალოგიური რწმენის გადმონაშთი ქართველ ტომთა შორის დღემდეა შემორჩენილი. აღმოსავლეთ საქართველოში მთქმელი ხშირად აღნიშნავს: „დღე ზღაპრის თქმა არ ვარგაო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტაბუირების რთული სისტემა, ქართულ სამონადირეო ტრადიციებს რომ უკავშირდება.
ნ. შამანაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მ. ჩიქოვანი, ქართული ფოლკლორი, 1946, გვ. 73;
- ელ. ვირსალაძე, ქართული სამონადირეო ეპოსი, 1964, გვ· 26