მთიულა
(ახალი გვერდი: '''მთიულა''' '''მთიულა''' (ლათ. Fringilla montifringilla Linnaeus, 1758) − ფრ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Mtiula.png|thumb|250px|'''მთიულა''']] | [[ფაილი:Mtiula.png|thumb|250px|'''მთიულა''']] | ||
| − | '''მთიულა''' (ლათ. Fringilla montifringilla Linnaeus, 1758) − ფრინველი, ფრინველთა გვარი [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნაირთა]] რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება 2 სახეობა − მთიულა და ნიბლია (სკვინჩა). | + | '''მთიულა''' (ლათ. Fringilla montifringilla Linnaeus, 1758) − ფრინველი, ფრინველთა გვარი [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნაირთა]] რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება 2 სახეობა − მთიულა და [[ნიბლია (სკვინჩა)]]. |
* კლასი − ფრინველები (AVES) | * კლასი − ფრინველები (AVES) | ||
* რიგი − [[ბეღურასნაირნი]] (Passeriformes) | * რიგი − [[ბეღურასნაირნი]] (Passeriformes) | ||
მიმდინარე ცვლილება 17:01, 14 ივნისი 2025 მდგომარეობით
მთიულა (ლათ. Fringilla montifringilla Linnaeus, 1758) − ფრინველი, ფრინველთა გვარი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 2 სახეობა − მთიულა და ნიბლია (სკვინჩა).
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − მთიულასებრნი (Fringillidae)
- გვარი − მთიულა (Fringilla)
მთიულა დაახლოებით ბეღურასოდენა ფრინველია, ფრთა 80-95 მმ-ია, კუდი – 58-70 მმ, ნისკარტი – 11-12 მმ, წონა – 20-30 გ. სქესთა შორის განსხვავება სიდიდეში შეუმჩნეველია, ხოლო შეფერილობაში საკმაოდ კარგადაა გამოხატული. ზრდასრულ მამალს გაზაფხულსა და ზაფხულში თავი, ზურგი, ფრთის დიდი მფარავები, მეორე რიგის შიგნითა მომქნევები და ყველაზე გრძელი კუდზედა ბუმბულები პრიალა შავია, შესამჩნევი მოლურჯო ელვარებით. მხრები, ფრთის საშუალო მფარავები, დიდი მფარავების წვეროები, მკერდის ქვემო ნაწილი, სხეულის გვერდები, მუცელი და კუდზედა ბუმბულები თეთრია, ყელი, ჩიჩახვი, მკერდის ზემო ნაწილი და ფრთის პატარა მფარავები ჟანგისფერ-ქარცი. პირველი რიგის მომქნევები მურაა, მაგრამ ძირში რამდენადმე უფრო ღიაა. საჭის ბუმბულები შავია, კიდურა წყვილზე არამკვეთრი თეთრი ლაქებით ძირის ნაწილში. ახალ ბუმბულსაფარველზე, რომელიც მაისამდეა შენარჩუნებული, შავი ფერი რამდენადმე დაფარულია ბუმბულების ჟანგისფერი წვეროებით. მხრის ბუმბულები ჟანგისფერია, ფრთის დიდი მფარავების წვეროები ქარცია; მომქნევებისა და საჭის ბუმბულების გარეთა მარაოებზე ღია ფერის არშიებია. მოშავო ფერის ნისკარტს ძირი მოყვითალო აქვს; ფეხები მორუხო-რქისფერია. დედალი უფრო მკრთალია. შავი ფერი შეცვლილია მოწაბლისფროთი. სხეულის ზურგის მხარეს ღია ფერის არშიები მეტადაა განვითარებული. ზურგსა და თავზე ყოველთვისაა არამკვეთრი სიჭრელე.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ტყის ზონის ჩრდილოეთ ნაწილს, დასავლეთით სკანდინავიიდან, აღმოსავლეთით კამჩატკის ჩათვლით. ჩრდილოეთი საზღვარი მიჰყვება ტყის ჩრდილოეთ საზღვარს და მხოლოდ აქა-იქ სცილდება მას. სამხრეთით ბუდობს ლენინგრადამდე, მოსკოვის, კოსტრომის, პერმის ოლქებამდე, ურალის ქედზე – 54-ე პარალელამდე, ალტაიზე, ტუვის ოლქში, საიანის მთებზე, ბაიკალის ტბამდე და ამურის შესართავამდე. ზამთარს ატარებს სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, წინა აზიაში, პალესტინაში, ამიერკავკასიაში, ერაყში, ბელუჯისტანში, პაკისტანში, სამხრეთ ჩინეთსა და იაპონიაში. საქართველოში ცნობილია, როგორც მოზამთრე ფრინველი. უფრო მრავლადაა მიმოფრენის პერიოდებში.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბინადრობს ნაირგვარი ტიპის ტყეში, როგორც მაღალტანიან, ისე დაბალტანიან, უღრანსა თუ გამეჩხერებულ ტყეებში, მაგრამ რამდენადმე უფრო მეტია არყნარებსა და წიწვიანებში.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდეს იკეთებს ხეზე, მეტწილად არყზე, ნაძვზე და ფიჭვზე, აგრეთვე სხვა ხეებზეც. წელიწადში მრავლდება ერთხელ. მაისში დებს 5-7 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.
[რედაქტირება] კვება
მთიულას ძირითად საკვებს შეადგენენ ფეხსახსრიანთა წარმომადგენლები. მათ შორის უმთავრესია ცხვირგრძელა ხოჭოები, ქერცლფრთიანების მუხლუხოები, ნაირგვარი სიფრიფანაფრთიანები, ბუგრები, ობობები და მრავალი სხვა. მცენარეული საკვებიდან აღსანიშნავია სარეველა მცენარეების, აგრეთვე ზოგიერთი ხემცენარის თესლები, რომელთაც მთიულა ეტანება უმთავრესად ზამთარში. ჭამს კენკრასაც.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
სარეველა მცენარეთა თესლებისა და მავნე მწერების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის, როგორც ბუდობის, ისე მიმოფრენის დროს და საზამთრო ადგილებშიც.