ჭკა
(ახალი გვერდი: '''ჭკა''' '''ჭკა''' (''ლათ''. Corvus monedula Linnaeus, 1758) – ფრინველი [[ბ...) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
====გავრცელება==== | ====გავრცელება==== | ||
| − | სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: ჩრდილო-დასავლეთ [[აფრიკა]]ს; [[ევროპა|ევროპისა]] და [[აზია|აზიის]] უმეტეს ნაწილს, [[დასავლეთი]]თ [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] სანაპიროებიდან, აღმოსავლეთით წყნარ ოკეანემდე. [[ჩრდილოეთი]]თ – სკანდინავიაში 64-ე, ხოლო [[ფინეთი|ფინეთში]] მე-60 პარალელებამდე, ჩრდილოეთი დვინისა და პეჩორის ქვემო დინებამდე, ბაიკალის ჩრდილოეთ ნაპირებამდე, კრასნოიარსკამდე; [[სამხრეთი]]თ მოიპოვება მთელ ევროპაში, ტიგროსისა და ევფრატის დაბლობებზე, [[ირანი|ირანში]], [[ავღანეთი|ავღანეთში]], ქაშმირში, ტიბეტში, სამხრეთ-აღმოსავლეთ [[ჩინეთი|ჩინეთში]] და [[იაპონია]]ში. არეალის ჩრდილოეთი განედებიდან | + | სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: ჩრდილო-დასავლეთ [[აფრიკა]]ს; [[ევროპა|ევროპისა]] და [[აზია|აზიის]] უმეტეს ნაწილს, [[დასავლეთი]]თ [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] სანაპიროებიდან, აღმოსავლეთით წყნარ ოკეანემდე. [[ჩრდილოეთი]]თ – სკანდინავიაში 64-ე, ხოლო [[ფინეთი|ფინეთში]] მე-60 პარალელებამდე, ჩრდილოეთი დვინისა და პეჩორის ქვემო დინებამდე, ბაიკალის ჩრდილოეთ ნაპირებამდე, კრასნოიარსკამდე; [[სამხრეთი]]თ მოიპოვება მთელ ევროპაში, ტიგროსისა და ევფრატის დაბლობებზე, [[ირანი|ირანში]], [[ავღანეთი|ავღანეთში]], ქაშმირში, ტიბეტში, სამხრეთ-აღმოსავლეთ [[ჩინეთი|ჩინეთში]] და [[იაპონია]]ში. არეალის ჩრდილოეთი განედებიდან გადამფრენია, ხოლო სამხრეთ ნაწილში – მობინადრე ან მომთაბარე. ამასთან ჩრდილოეთის პოპულაციები იზამთრებენ არეალის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში მოიპოვება როგორც მობუდარი ფრინველი აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო როგორც მოზამთრე – დასავლეთში. |
| − | + | ||
| − | + | ====ბიოტოპი==== | |
| − | + | ბინადრობს მეტწილად კულტურულ [[ლანდშაფტი|ლანდშაფტში]], [[მდინარე]]თა ხეობებში, ტყეებში, ჭალებში, ბაღებში, პარკებში, ძველ [[სამრეკლო]]ებზე, [[ადამიანი]]ს სამოსახლოს მიდამოებში. | |
| − | + | ||
| + | ====გამრავლება==== | ||
| + | ბუდობს ხის ფუღუროებში, ზოგჯერ სოროში, გამოქვაბულში, კლდის ნაპრალებში, [[ხიდი|ხიდების]] ქვეშ, ძველ [[შენობა]]თა ნანგრევებში. აპრილში დებს 4-7 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 20 დღემდე გრძელდება. | ||
| + | |||
| + | ====კვება==== | ||
| + | ჭკას საკვები მეტად ნაირგვარია. მათ შორის უმთავრესია უხერხემლო ცხოველები – [[მწერები]], ჭიები, [[მოლუსკები]]. ადამიანის საცხოვრებლის მახლობლად პოულობს და ჭამს ნაირგვარ ნარჩენებს, ნაყანევში ჩაცვენილ – [[თესლი|თესლებს]], ბოსტანში – დამპალ ბოსტნეულს; ზოგჯერ ჭამს პატარა ზომის ხერხემლიანებსაც. | ||
====მნიშვნელობა==== | ====მნიშვნელობა==== | ||
მიმდინარე ცვლილება 19:07, 15 ივნისი 2025 მდგომარეობით
ჭკა (ლათ. Corvus monedula Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ყორნისებრნი (Corvidae)
- გვარი − ყორანი (Corvus)
ჭკა საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 210-250 მმ-ია, კუდი 125-140 მმ, ნისკარტი (ნესტოებიდან) – 20-25 მმ, წონა – 200-260 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველი ზემოდან შავია თავზე, კუდზე და ფრთებზე მეწამულ-ლურჯი ელვარებით. ზურგზე რუხი ელფერით; კისერი ზემოდან და გვერდებიდან მონაცრისფრო-რუხია, ხოლო ლოყები და ყურების მფარავები რუხი. ყელი და ჩიჩახვი შავია. დანარჩენი ქვემო მხარე–ნაცრისფერ-რუხი, მოშავო ელფერით. ნისკარტი და ფეხებიც შავია.
აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ჭკა – C. m. monedula Linn., 1758.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას; ევროპისა და აზიის უმეტეს ნაწილს, დასავლეთით ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან, აღმოსავლეთით წყნარ ოკეანემდე. ჩრდილოეთით – სკანდინავიაში 64-ე, ხოლო ფინეთში მე-60 პარალელებამდე, ჩრდილოეთი დვინისა და პეჩორის ქვემო დინებამდე, ბაიკალის ჩრდილოეთ ნაპირებამდე, კრასნოიარსკამდე; სამხრეთით მოიპოვება მთელ ევროპაში, ტიგროსისა და ევფრატის დაბლობებზე, ირანში, ავღანეთში, ქაშმირში, ტიბეტში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში და იაპონიაში. არეალის ჩრდილოეთი განედებიდან გადამფრენია, ხოლო სამხრეთ ნაწილში – მობინადრე ან მომთაბარე. ამასთან ჩრდილოეთის პოპულაციები იზამთრებენ არეალის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში მოიპოვება როგორც მობუდარი ფრინველი აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო როგორც მოზამთრე – დასავლეთში.
[რედაქტირება] ბიოტოპი
ბინადრობს მეტწილად კულტურულ ლანდშაფტში, მდინარეთა ხეობებში, ტყეებში, ჭალებში, ბაღებში, პარკებში, ძველ სამრეკლოებზე, ადამიანის სამოსახლოს მიდამოებში.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდობს ხის ფუღუროებში, ზოგჯერ სოროში, გამოქვაბულში, კლდის ნაპრალებში, ხიდების ქვეშ, ძველ შენობათა ნანგრევებში. აპრილში დებს 4-7 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 20 დღემდე გრძელდება.
[რედაქტირება] კვება
ჭკას საკვები მეტად ნაირგვარია. მათ შორის უმთავრესია უხერხემლო ცხოველები – მწერები, ჭიები, მოლუსკები. ადამიანის საცხოვრებლის მახლობლად პოულობს და ჭამს ნაირგვარ ნარჩენებს, ნაყანევში ჩაცვენილ – თესლებს, ბოსტანში – დამპალ ბოსტნეულს; ზოგჯერ ჭამს პატარა ზომის ხერხემლიანებსაც.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
მავნე მწერების მასობრივად განადგურებით უფრო მეტი სარგებლობა მოაქვს, ვიდრე ბოსტნეულის შეჭმით – ზარალი.