აზიის ფეხბურთის კონფედერაცია
(ახალი გვერდი: '''აზიის ფეხბურთის კონფედერაცია''' − (Asian Football Confederation AFC), დაარსდა 8.5.1954 ...) |
მიმდინარე ცვლილება 13:42, 23 ივნისი 2025 მდგომარეობით
აზიის ფეხბურთის კონფედერაცია − (Asian Football Confederation AFC), დაარსდა 8.5.1954 წელს. შტაბ-ბინა მდებარეობს კუალა–ლუმპურში (მალაიზია). აერთიანებს აზიის 38 ქვეყანას: ავღანეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, ბანგლადეში, ბაჰრეინი, ბირმა, ბრუნეი, ერაყი, თურქმენეთი, იაპონია, იემენის რესპუბლიკა, ინდოეთი, ინდონეზია, იორდანია, ირანი, კსდრ, ლიბანი, მაკაო, მალაიზია, მალდივი, ნეპალი, ომანი, პაკისტანი, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, სინგაპური, სირია, ტაივანი, ტაილანდი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ფილიპინები, ქუვეითი, ყაზახეთი, კატარი, ყირგიზეთი, შრი-ლანკა, ჩინეთი, ჰონგ-კონგი. ვიეტნამი, ისრაელი, კამპუჩია და ლაოსი ამჟამად არიან მხოლოდ ფიფა-ს წევრები. აფკ აწყობს აზიის ერების თასს, აზიის ქვეყნების ჩემპიონთა თასს, აზიის იუნიორთა და ქალთა ჩემპიონატებს და აზიის სპორტული თამაშების პროგრამით გათვალისწინებულ საფეხბურთო ტურნირს.