გაპიროვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''გაპიროვნება''' – პერსონიფიკაცია (''ლათ.'' persona – სახე, პიროვნება და facera – კეთება), [[მეტაფორა|მეტაფორის]] კერძო სახე, როდესაც არაცოცხალ საგნებზე, განყენებულ ცნებებზე ხდება ცოცხალ, სულიერ არსებათა თვისებების გადატანა. ამით გაპიროვნება  გამოიყოფა მეტაფორისაგან, რომელიც გულისხმობს ყოველგვარი თვისების გადატანას ნებისმიერი საგნიდან, მოვლენიდან… მეორეზე.  
 
გაპიროვნება ხშირად გვხვდება სასაუბრო მეტყველებაში: „ქარი ღრიალებს“, „ჩიტი ამღერდა“; დიდი ადგილი უკავია მითოლოგიასა და ხალხურ სიტყვიერებაში ([[ზღაპარი|ზღაპრები]], [[იგავი|იგავ]]-[[არაკი|არაკები]]…). როგორც გამოსახვის  
+
გაპიროვნება ხშირად გვხვდება სასაუბრო მეტყველებაში: „ქარი ღრიალებს“, „ჩიტი ამღერდა“; დიდი ადგილი უკავია მითოლოგიასა და ხალხურ სიტყვიერებაში ([[ზღაპარი|ზღაპრები]], [[იგავ-არაკი|იგავ-არაკები]]…). როგორც გამოსახვის  
 
სტილისტიკური ხერხი, განპიროვნება გამოყენებულია მხატვრულ ლიტერატურაში,  
 
სტილისტიკური ხერხი, განპიროვნება გამოყენებულია მხატვრულ ლიტერატურაში,  
 
უმეტესად პოეზიაში, მაგ., „მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,/ ისმენდიან, გაკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან“ ([[შოთა რუსთაველი]]), ამ მხრივ განსაკუთრებით მდიდარია [[ვაჟა-ფშაველა]]ს შემოქმედება: „სოფლის თავს სძინავს შავ ნისლსა“, „მთანი მაღალნი.. დგანან და ელიან“.
 
მიმდინარე ცვლილება 12:51, 18 ივლისი 2025 მდგომარეობით

გაპიროვნება – პერსონიფიკაცია (ლათ. persona – სახე, პიროვნება და facera – კეთება), მეტაფორის კერძო სახე, როდესაც არაცოცხალ საგნებზე, განყენებულ ცნებებზე ხდება ცოცხალ, სულიერ არსებათა თვისებების გადატანა. ამით გაპიროვნება გამოიყოფა მეტაფორისაგან, რომელიც გულისხმობს ყოველგვარი თვისების გადატანას ნებისმიერი საგნიდან, მოვლენიდან… მეორეზე.

გაპიროვნება ხშირად გვხვდება სასაუბრო მეტყველებაში: „ქარი ღრიალებს“, „ჩიტი ამღერდა“; დიდი ადგილი უკავია მითოლოგიასა და ხალხურ სიტყვიერებაში (ზღაპრები, იგავ-არაკები…). როგორც გამოსახვის სტილისტიკური ხერხი, განპიროვნება გამოყენებულია მხატვრულ ლიტერატურაში, უმეტესად პოეზიაში, მაგ., „მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,/ ისმენდიან, გაკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან“ (შოთა რუსთაველი), ამ მხრივ განსაკუთრებით მდიდარია ვაჟა-ფშაველას შემოქმედება: „სოფლის თავს სძინავს შავ ნისლსა“, „მთანი მაღალნი.. დგანან და ელიან“.

გაპიროვნება გამოიხატება გრამატიკულადაც. მაგ., ზმნის მრავლობით რიცხვის შეთანხმებით უსულო საგნის აღმნიშვნელი სახელის ებ-იანი მრავლობითის ფორმასთან: „გაღმა-გამოღმა ჩრდილები / ტყეს და მთებს უდგმენ ტაბლასა“ (ვაჟა-ფმავ.).

გაპიროვნება ხშირად სიტყვის სემანტიკური ცვლილების საფუძველი ხდება.

ც. ბარბაქაძე

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები