ლიტერატურის თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ლიტერატურის თეორია''' – ლიტერატურისმცოდნეობის ერთ-ერთი ძი...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ლიტერატურის თეორია'''  – ლიტერატურისმცოდნეობის ერთ-ერთი ძირითადი დარგი, რომლის საგანს შეადგენს [[ლიტერატურა|ლიტერატურის]] კანონზომიერება, ზოგადი კანონები. სახელდობრ, იგი შეისწავლის: ლიტერატურის ესთეტიკურ, ასახვით სოციალურ და იდეურ არსს. განვითარების პროცესის ხასიათსა და საფუძვლებს, მხატვრული შემოქმედების პროცესის, შემოქმედების მეთოდის, მიმდინარეობის, სტილისა და შემოქმედებითი ინდივიდუალობის ზოგად ბუნება, ლიტერატურულ ნაწარმოებთა სპეციფიკურ კომპონენტებს, გვარებსა და ჟანრებს, მხატვრული ენის, [[ლექსი]]სა და პროზის რაობას. ამავე დროს, ლიტერატურის თეორია გვევლინება, როგორც ლიტერატურის შემდგომი განვითარების შემოქმედებითი პრინციპების მხატვრული მეთოდის უშუალო თეორიული საფუძველი.  
 
ლიტერატურის თეორია განიხილავს, ადგენს ლიტერატურის ნაწარმოებთა ანალიზის მეთოდს, საერთოდ ყველა იმ მეთოდოლოგიურ პრინციპს რომლებითაც ხელმძღვანელობს ლიტერატურის ისტორია და [[კრიტიკა]].  
+
ლიტერატურის თეორია განიხილავს, ადგენს ლიტერატურის ნაწარმოებთა ანალიზის მეთოდს, საერთოდ ყველა იმ მეთოდოლოგიურ პრინციპს რომლებითაც ხელმძღვანელობს [[ლიტერატურის ისტორია]] და [[კრიტიკა]].  
  
ლიტერატურის თეორია თავის მხრივ ემყარება გარკვეულ ფილოსოფიურ თვალსაზრისს, უშუალოდ კი ესთეტიკურ მოძღვრებას. ამის გამო ლიტერატურის თეორია ორგანულ კავშირში იმყოფება არა მარტო ლიტერატურის ისტორიასა და კრიტიკასთან, არამედ ფილოსოფიურ აზროვნებასა და ესთეტიკასთანაც.  
 
მიმდინარე ცვლილება 14:38, 24 ივლისი 2025 მდგომარეობით

ლიტერატურის თეორია – ლიტერატურისმცოდნეობის ერთ-ერთი ძირითადი დარგი, რომლის საგანს შეადგენს ლიტერატურის კანონზომიერება, ზოგადი კანონები. სახელდობრ, იგი შეისწავლის: ლიტერატურის ესთეტიკურ, ასახვით სოციალურ და იდეურ არსს. განვითარების პროცესის ხასიათსა და საფუძვლებს, მხატვრული შემოქმედების პროცესის, შემოქმედების მეთოდის, მიმდინარეობის, სტილისა და შემოქმედებითი ინდივიდუალობის ზოგად ბუნება, ლიტერატურულ ნაწარმოებთა სპეციფიკურ კომპონენტებს, გვარებსა და ჟანრებს, მხატვრული ენის, ლექსისა და პროზის რაობას. ამავე დროს, ლიტერატურის თეორია გვევლინება, როგორც ლიტერატურის შემდგომი განვითარების შემოქმედებითი პრინციპების მხატვრული მეთოდის უშუალო თეორიული საფუძველი.

ლიტერატურის თეორია განიხილავს, ადგენს ლიტერატურის ნაწარმოებთა ანალიზის მეთოდს, საერთოდ ყველა იმ მეთოდოლოგიურ პრინციპს რომლებითაც ხელმძღვანელობს ლიტერატურის ისტორია და კრიტიკა.

ლიტერატურის თეორია თავის მხრივ ემყარება გარკვეულ ფილოსოფიურ თვალსაზრისს, უშუალოდ კი ესთეტიკურ მოძღვრებას. ამის გამო ლიტერატურის თეორია ორგანულ კავშირში იმყოფება არა მარტო ლიტერატურის ისტორიასა და კრიტიკასთან, არამედ ფილოსოფიურ აზროვნებასა და ესთეტიკასთანაც.

ლიტერატურის თეორია ორ ნაწილს მოიცავს: ზოგად მოძღვრებას ლიტერატურაზე და თეორიულ პოეტიკას – ზოგად მოძღვრებას საკუთრივ ლიტერატურულ ნაწარმოებთა შესახებ.

[რედაქტირება] წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები