საოჯახო ლექსები
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''საოჯახო ლექსები''' – ხალხური პოეზიის ნიმუშების ერთი ჯგუფი, რომლის თემაა ოჯახი, მისი წევრები, ამ წევრთა შორის | '''საოჯახო ლექსები''' – ხალხური პოეზიის ნიმუშების ერთი ჯგუფი, რომლის თემაა ოჯახი, მისი წევრები, ამ წევრთა შორის | ||
| − | ურთიერთობა. იგი აერთიანებს ტრადიციული და თანამედროვე ფოლკლორული შემოქმედების ნაწარმოებებს. საოჯახო ლექსებს აქვს როგორც ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ისე ეთიკურ-დიდაქტიკური ფუნქცია. ამ ტიპის ლექსების ასახვის საგანია დედა, მამა, და, ძმა, რძალი, დედამთილი... | + | ურთიერთობა. იგი აერთიანებს ტრადიციული და თანამედროვე ფოლკლორული შემოქმედების ნაწარმოებებს. საოჯახო [[ლექსი|ლექსებს]] აქვს როგორც ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ისე ეთიკურ-დიდაქტიკური ფუნქცია. ამ ტიპის ლექსების ასახვის საგანია დედა, მამა, და, ძმა, რძალი, დედამთილი... |
| − | მაღალმხატვრულობითა და ფილოსოფიური გააზრებით ხასიათდება ლექსები, რომელთაც დედის ამაგის მოტივი უძევს საფუძვლად („ზღვაზე ხიდსა ვერვინ გასდებს“, „დედის ტკბილი ხმის ჭირიმე“ და სხვ.) ასეთი შინაარსის ლექსში ხალხი დედის ღვაწლს | + | მაღალმხატვრულობითა და ფილოსოფიური გააზრებით ხასიათდება ლექსები, რომელთაც დედის ამაგის [[მოტივი (ლიტერატურა)|მოტივი]] უძევს საფუძვლად („ზღვაზე ხიდსა ვერვინ გასდებს“, „დედის ტკბილი ხმის ჭირიმე“ და სხვ.) ასეთი შინაარსის ლექსში ხალხი დედის ღვაწლს უმაღლეს შეფასებას აძლევს: |
| − | უმაღლეს შეფასებას აძლევს: | + | |
:::::აიმე, დედის ამაგსა | :::::აიმე, დედის ამაგსა | ||
მიმდინარე ცვლილება 17:02, 25 ივლისი 2025 მდგომარეობით
საოჯახო ლექსები – ხალხური პოეზიის ნიმუშების ერთი ჯგუფი, რომლის თემაა ოჯახი, მისი წევრები, ამ წევრთა შორის ურთიერთობა. იგი აერთიანებს ტრადიციული და თანამედროვე ფოლკლორული შემოქმედების ნაწარმოებებს. საოჯახო ლექსებს აქვს როგორც ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ისე ეთიკურ-დიდაქტიკური ფუნქცია. ამ ტიპის ლექსების ასახვის საგანია დედა, მამა, და, ძმა, რძალი, დედამთილი...
მაღალმხატვრულობითა და ფილოსოფიური გააზრებით ხასიათდება ლექსები, რომელთაც დედის ამაგის მოტივი უძევს საფუძვლად („ზღვაზე ხიდსა ვერვინ გასდებს“, „დედის ტკბილი ხმის ჭირიმე“ და სხვ.) ასეთი შინაარსის ლექსში ხალხი დედის ღვაწლს უმაღლეს შეფასებას აძლევს:
- აიმე, დედის ამაგსა
- რომ ვერ გადვიხდი, რა ვუყო?!
- ზურგს ავიკიდო საბლითა
- რომ ვერა ვზიდო, რა ვუყო?!
განსაკუთრებული სიუხვითა და პოპულარობით ხასიათდება ქმრისა და ცოლის, რძლისა და დედამთილის თემების ამსახველი ტექსტები. მათში ფართოდაა შეჭრილი სატირულ-იუმორისტული მოტივები.
გ. შეთეკაური
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორიას თბ., 1956, გვ. 321;
- ა. ხინთიბიძე, ქალი ქართულ ფოლკლორში, თბ., 1256;
- ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, II, თბ., 1968, გვ. 291-287;
- გ. შეთეკაური, დედის სახე ქართულ ხალხურ პოეზიაში, ჟურნ. ცისკარი, №3, 1969, გვ, 136-140.