რითმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''რითმა'''  – (ბერძნ. rhythmos – თანაშეზომილება, შეთანხმება), [[ლექსი]]ს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, ერთი და იმავე ან მსგავს ბგერათა კომპლექსების კანონზომიერი განმეორება სალექსო ტაეპების ან მუხლების ბოლოს, ზოგჯერ დასაწყისშიც. რითმა ლექსის ბგერითი სისტემის [[ბგერწყობა|ბგერწყობის]], ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც, ამავე დროს, რიტმულ ერთეულებსაც აკავშირებსს ერთმანეთთან, ე. ი,

'''რითმა'''  – (ბერძნ. rhythmos – თანაშეზომილება, შეთანხმება), [[ლექსი]]ს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, ერთი და იმავე ან მსგავს ბგერათა კომპლექსების კანონზომიერი განმეორება სალექსო ტაეპების ან მუხლების ბოლოს, ზოგჯერ დასაწყისშიც. რითმა ლექსის ბგერითი სისტემის [[ბგერწყობა|ბგერწყობის]], ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც, ამავე დროს, რიტმულ ერთეულებსაც აკავშირებს ერთმანეთთან, ე. ი. გარკვეულ კომპოზიციურ ფუნქციასაც ასრულებს. რითმა არ არის ლექსი აუცილებელი კომპონენტი (მაგ. [[ანტიკური ლექსწყობა|ანტიკური ლექსი]] ურითმო იყო; ამჟამადაც არსებობს ლექსის ურითმო სახეობა), მაგრამ შუა საუკუნეებიდან იგი ლექსის დიდმნიშვნელოვან მხატვრულ-გამომსახველობით ხერხად იქცა.
გარკვეულ კომპოზიციურ ფუნქციასაც ასრულებს. რითმა არ არის ლექსი აუცილებელი კომპონენტი (მაგ. [[ანტიკური ლექსწყობა|ანტიკური ლექსი]] ურითმო იყო; ამჟამადაც არსებობს ლექსის ურითმო სახეობა), მაგრამ შუა საუკუნეებიდან იგი ლექსის დიდმნიშვნელოვან მხატვრულ-გამომსახველობით ხერხად იქცა.

რითმის ძირითად სახეობათაგან აღსანიშნავია:

რითმის ძირითად სახეობათაგან აღსანიშნავია:
ხაზი 15: ხაზი 14:

2. '''მარცვალთა რაოდენობის მიხედვით:'''

2. '''მარცვალთა რაოდენობის მიხედვით:'''

ა) ერთმარცვლიანი, ანუ ვაჟური რითმა (კვლავ — მკლავ)

ა) ერთმარცვლიანი, ანუ ვაჟური რითმა (კვლავ — მკლავ)

ბ) ორმარცვგლიანი, ანუ ქალური რითმა (ბური — პური)

ბ) ორმარცვლიანი, ანუ ქალური რითმა (ბური — პური)

გ) დაქტილური რითმა (ტკბილისა — ალბილისა)

გ) დაქტილური რითმა (ტკბილისა — ალბილისა)

დ) ზედაქტილური რითმა (დაიფერა — დაიბერა).

დ) ზედაქტილური რითმა (დაიფერა — დაიბერა).
ხაზი 21: ხაზი 20:

3. '''ადგილმდებარეობის მიხედვით:'''

3. '''ადგილმდებარეობის მიხედვით:'''

ა) გარეგანი რითმა, როცა გარითმულია ტაეპთა ბოლოები:

ა) გარეგანი რითმა, როცა გარითმულია ტაეპთა ბოლოები:

::ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,

::ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,

::სიო, სარკბლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს '''მეუბნება'''.

::სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს '''მეუბნება'''.

::::::::::(''[[გალაკტიონ ტაბიძე|გ. ტაბიძე]]'').

::::::::::(''[[გალაკტიონ ტაბიძე|გ. ტაბიძე]]'').

ბ) შინაგანი რითმა – მუხლების ან ტერფების გარითმვა:

ბ) შინაგანი რითმა – მუხლების ან ტერფების გარითმვა:

::თამარ! შენ '''გიძნობ''', ასულად '''გიცნობ''': მზე დაუვალი,

::თამარ! შენ '''გიძნობ''', ასულად '''გიცნობ''': მზე დაუვალი,
ხაზი 37: ხაზი 34:

გ) შინაგან-გარეგანი რითმა – ტაეპში შემავალი ტერფებისა და მუხლების შერითმვა ტაეპის ბოლოსთან, ე. ი. შინაგანი რითმის შერწყმა გარეგანთან.

გ) შინაგან-გარეგანი რითმა – ტაეპში შემავალი ტერფებისა და მუხლების შერითმვა ტაეპის ბოლოსთან, ე. ი. შინაგანი რითმის შერწყმა გარეგანთან.

::'''აჰხადეო ბადეო''', თვალთა მიეც, '''ანდეო''',

::'''აჰხადეო ბადეო''', თვალთა მიეც, '''ანდეო''',

::სცან ამ ლექსთა იგავი, თარგმნე, თუ '''გიყვარდეო'''

::სცან ამ ლექსთა იგავი, თარგმნე, თუ '''გიყვარდეო'''

:::::::::(''[[დავით გურამიშვილი|დ. გურამიშვილი]]'')

:::::::::(''[[დავით გურამიშვილი|დ. გურამიშვილი]]'')

დ) თავრითმა, როცა გარითმულია ტაეპთა დასაწყისი.

დ) თავრითმა, როცა გარითმულია ტაეპთა დასაწყისი.

ხაზი 72: ხაზი 67:

::ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე '''წყნარი''',

::ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე '''წყნარი''',

::მდუმარებით შემოსილი შეღამების '''ქნარი'''

::მდუმარებით შემოსილი შეღამების '''ქნარი'''
::qროლეით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში '''აქსოვს''',

::ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში '''აქსოვს''',

::ასე ჩუმი, ასე წყნარი ჯერ ცა მე არ '''მახსოვს''',

::ასე ჩუმი, ასე წყნარი ჯერ ცა მე არ '''მახსოვს''',

::::::::(''გ. ტაბიძე'')

::::::::(''გ. ტაბიძე'')
ხაზი 81: ხაზი 76:

::თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით,

::თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით,

::ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,

::ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
::დამტოვა და ღრუბლებს გაჰყეა ცადა.

::დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა.

:::::(''[[ანა კალანდაძე|ა. კალანდაძე]]'').

:::::(''[[ანა კალანდაძე|ა. კალანდაძე]]'').

ხაზი 93: ხაზი 88:

::მისთეის გიდებ '''უბეში''',

::მისთვის გიდებ '''უბეში''',

::გალბობ ცრემლის '''გუბეში''',

::გალბობ ცრემლის '''გუბეში''',

::ამისრულო, რაც მითხრეს,

::ამისრულო, რაც მითხრეს,

15:47, 31 ივლისი 2025-ის ვერსია

რითმა – (ბერძნ. rhythmos – თანაშეზომილება, შეთანხმება), ლექსის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, ერთი და იმავე ან მსგავს ბგერათა კომპლექსების კანონზომიერი განმეორება სალექსო ტაეპების ან მუხლების ბოლოს, ზოგჯერ დასაწყისშიც. რითმა ლექსის ბგერითი სისტემის ბგერწყობის, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც, ამავე დროს, რიტმულ ერთეულებსაც აკავშირებს ერთმანეთთან, ე. ი. გარკვეულ კომპოზიციურ ფუნქციასაც ასრულებს. რითმა არ არის ლექსი აუცილებელი კომპონენტი (მაგ. ანტიკური ლექსი ურითმო იყო; ამჟამადაც არსებობს ლექსის ურითმო სახეობა), მაგრამ შუა საუკუნეებიდან იგი ლექსის დიდმნიშვნელოვან მხატვრულ-გამომსახველობით ხერხად იქცა.

რითმის ძირითად სახეობათაგან აღსანიშნავია:

1. ბგერითი შედგენილობის მიხედვით:
ზუსტი და არაზუსტი რითმა. ზუსტი რითმა სარითმო ერთეულების სრულ იგივეობას გულისხმობს (მხარეში — სიმწუხარეში). ზუსტი რითმის ყველაზე სრული სახეა მაჯამა. არაზუსტ რითმაში სარითმო ერთეულები მთლიანად არ ემთხვევიან ერთმანეთს.

არაზუსტი რითმების სახეებია:
ა) ასონანსი
ბ) კონსონანსი,
გ) დისონანსი
დ) არათანაბარმარცვლიანი ან არათანაბარმახვილიანი რითმა. როცა ერთი სარითმო ერთეული უგრძესია მეორეზე (ყურს — ფანდურს).

2. მარცვალთა რაოდენობის მიხედვით:
ა) ერთმარცვლიანი, ანუ ვაჟური რითმა (კვლავ — მკლავ)
ბ) ორმარცვლიანი, ანუ ქალური რითმა (ბური — პური)
გ) დაქტილური რითმა (ტკბილისა — ალბილისა)
დ) ზედაქტილური რითმა (დაიფერა — დაიბერა).

3. ადგილმდებარეობის მიხედვით:
ა) გარეგანი რითმა, როცა გარითმულია ტაეპთა ბოლოები:

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
(გ. ტაბიძე).

ბ) შინაგანი რითმა – მუხლების ან ტერფების გარითმვა:

თამარ! შენ გიძნობ, ასულად გიცნობ: მზე დაუვალი,
შეუქმომფინარი!
(ჩახრუხაძე)

შინაგანი რითმა განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო კლასიკური ხანის ქართული სახოტბო პოეზიისა და ბესიკის შემოქმედებისათვის.

გ) შინაგან-გარეგანი რითმა – ტაეპში შემავალი ტერფებისა და მუხლების შერითმვა ტაეპის ბოლოსთან, ე. ი. შინაგანი რითმის შერწყმა გარეგანთან.

აჰხადეო ბადეო, თვალთა მიეც, ანდეო,
სცან ამ ლექსთა იგავი, თარგმნე, თუ გიყვარდეო
(დ. გურამიშვილი)

დ) თავრითმა, როცა გარითმულია ტაეპთა დასაწყისი.

რბილად მითხრიან სამარეს,
ტკბილად მიმღერენ ზარსაო.
(აკაკი)

თავრითმა საერთოდ იშვიათია.

4. გარითმვის ხერხების მიხედვით:
ა) ინტერვალიანი რითმა (abcb):

დამისხი, დამალევინე
ეს ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
ქვეყნის უკუღმა ტრიალი.
(ვაჟა)

ბ) ჯვარედინი რითმა (abab):

არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!
(ილია)

გ) მოსაზღვრე რითმა (aabb):

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი,
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს,
ასე ჩუმი, ასე წყნარი ჯერ ცა მე არ მახსოვს,
(გ. ტაბიძე)

დ) რკალური რითმა (abba):

მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით,
ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა.
(ა. კალანდაძე).

5. აგებულების მიხედვით:
ა) შედგენილი რითმა, როცა გარითმულია რამდენიმე სიტყვა (რაც არი — ნაცარი)
ბ) შეთავსებული რითმა, როცა რითმის ერთი თანაწევრი მთლიანად შედის მეორის შემადგენლობაში (ტივები — ნეგატივები)

6. ჯერადობის მიხედვით:
ა) ორჯერადი რითმა (aa),
ბ) სამჯერადი რითმა (aaba)

მისთვის გიდებ უბეში,
გალბობ ცრემლის გუბეში,
ამისრულო, რაც მითხრეს,
თუ ხარ ჩემი ნუგეში.
(აკაკი)
მაგრამ მე გვამში სული ვერღა მომთავსებია!
მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი.
ხოლო მე უნდა მას მოვასხა შარავანდედი,
ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!
(ნ. ბარათაშვილი)

გ) ოთხჯერადი, როცა გარეგანი რითმით გაწყობილია ოთხმარცვლიანი სტროფის ყველა ტაეპი („ვეფხისტყაოსანი“).
დ) მრავალჯერადი, როცა ლექსი ერთ რითმაზეა აგებული (მაგ. აკაკის „გორი“).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები