ერქომაიშვილი ანზორ
(→წყარო) |
|||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:საგუნდო დირიჟორები]] | [[კატეგორია:საგუნდო დირიჟორები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი ფოლკლორისტები]] | [[კატეგორია:ქართველი ფოლკლორისტები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:რუსთაველის პრემიის ლაურეატები]] |
[[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები ]] | [[კატეგორია:საქართველოს სსრ სახალხო არტისტები ]] | ||
[[კატეგორია:ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურიატები]] | [[კატეგორია:ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურიატები]] | ||
13:55, 5 აგვისტო 2025-ის ვერსია
ერქომაიშვილი ანზორ - (10. VIII. 1940, ბათუმი), მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები. საქართველოს სახალხო არტისტი (1980), შოთა რუსთაველის სახელობის (1988), საქართველოს სახელმწიფო (1996), ზ. ფალიაშვილისა (1981) და ი. გოგებაშვილის სახელობის (1993) პრემიების ლაურეატი, აგრეთვე ახალგაზრდობისა და სტუდენტთა IX საერთაშორისო ფესტივალისა (სოფია, 1968) და ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემიის ლაურეატი (1983).
1969 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის საგუნდო დირიჟორობის სპეციალობით (ვ. ფალიაშვილის კლასი), 1976 ასპირანტურა ხალხური. მუსიკის შემოქმედების სპეციალობით (ხელმძღვანელი შ. ასლანიშვილი). 1961 აქვე ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „გორდელა“ (თ. ქევხიშვილთან, ბ, თოიძესთან, თ. ანდღულაძესთან, ა. დანელიანთან, თ. პავლოვთან, გ. სიხარულიძესთან, კ. ჭოხონელიძესთან ერთად).
(2008-2009) პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“.
1968 დააარსა ანსამბლი „რუსთავი“, ხოლო 1976 ბიჭუნათა ანსამბლი „მართვე“, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. მათთან ერთად შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. ერქომაიშვილმა ჩაიწერა და ნოტებზე გადაიტანა ხალხური სიმღერების იშვიათი ნიმუშები. გამოსცა „ქართული ხალხური სიმღერების“ 2 კრებული (1972, 1980), „100 ქართული ხალხური სიმღერა“ (1988). თბილისისა და უცხოეთის არქივებში მან მიაკვლია 500-ზე მეტ ქართულ ხალხურ სიმღერის ფონოჩანაწერს და გამოსცა თანდართული გამოკვლევებითურთ: „პირველი გრამფირფიტები საქართველოში 1907-14“. 1992 ლონდონის მუსიკის არქივში მიაკვლია 127 ქართულ ხალხურ სიმღერის 1902-14 წლების გრამფირფიტებს. აქვე აღმოაჩინა ვ. სარაჯიშვილის ჩანაწერების მატრიცები (დედნები), რომელთა მეშვეობით (ნ. ანდღულაძის მონაწილეობით) მოხერხდა მომღერლის ხმის პირვანდელი სრულყოფილი ხმოვანების აღდგენა ავტორია წიგნებისა: „ბაბუა“ (1980, არტემ ერქომაიშვილზე), „ძველი სიმღერების კვალდაკვალ“ (1979), „შავი შაშვი ჩიოდა“ (1989) და სხვ.
იხილე აგრეთვე
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონისაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
- დირიჟორები
- ქართველი დირიჟორები
- საგუნდო დირიჟორები
- ქართველი ფოლკლორისტები
- რუსთაველის პრემიის ლაურეატები
- საქართველოს სსრ სახალხო არტისტები
- ზაქარია ფალიაშვილის პრემიის ლაურიატები
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურიატები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2008-2012 წლების საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
- ერქომაიშვილები