ლასურია მუშნი
(ახალი გვერდი: '''მუშნი ლასურია''' − (დ. 1938, წლის 16 იანვარი), აფხაზი პოეტი, აფხაზეთ...) |
|||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
მუშნი ლასურია ამავე დროს პოეტური თარგმანის ოსტატიცაა, დიდ მუშაობას ეწევა მსოფლიო პოეზიის აფხაზურ ენაზე სათარგმნელად; სხვადასხვა დროს თარგმნილი აქვს [[პუშკინი ალექსანდრე|პუშკინი]]ს, [[ლერმონტოვი მიხეილ|ლერმონტოვი]]ს, [[ბაირონი ჯორჯ გორდონ|ბაირონი]]ს ქმნილებები, აგრეთვე, გარდა „ვეფხისტყაოსნისა“, ქართული პოეზიის ნიმუშები: [[ირაკლი აბაშიძე|ირაკლი აბაშიძის]] „პალესტინა! პალესტინა!“, [[გიორგი ლეონიძე|გიორგი ლეონიძის]], [[შოთა ნიშნიანიძე|შოთა ნიშნიანიძის]] ლექსები. | მუშნი ლასურია ამავე დროს პოეტური თარგმანის ოსტატიცაა, დიდ მუშაობას ეწევა მსოფლიო პოეზიის აფხაზურ ენაზე სათარგმნელად; სხვადასხვა დროს თარგმნილი აქვს [[პუშკინი ალექსანდრე|პუშკინი]]ს, [[ლერმონტოვი მიხეილ|ლერმონტოვი]]ს, [[ბაირონი ჯორჯ გორდონ|ბაირონი]]ს ქმნილებები, აგრეთვე, გარდა „ვეფხისტყაოსნისა“, ქართული პოეზიის ნიმუშები: [[ირაკლი აბაშიძე|ირაკლი აბაშიძის]] „პალესტინა! პალესტინა!“, [[გიორგი ლეონიძე|გიორგი ლეონიძის]], [[შოთა ნიშნიანიძე|შოთა ნიშნიანიძის]] ლექსები. | ||
| + | |||
| + | 1981 წელს, „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურ ენაზე თარგმნისათვის, მუშნი ლასურიას შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. | ||
| + | |||
17:32, 11 აგვისტო 2025-ის ვერსია
მუშნი ლასურია − (დ. 1938, წლის 16 იანვარი), აფხაზი პოეტი, აფხაზეთის მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე (1979 წლიდან), ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურ ენაზე მთარგმნელი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981).
დაიბადა 1938 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კუტოლში, 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი, 1974 წელს — მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა.
მუშნი ლასურიამ პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1955 წელს, ლექსების პირველი წიგნი („აკვანი“) — 1963 წელს; ლასურიას კალამს ეკუთვნის პოეტური კრებულები: „იმედი“ (1965), „აბრეშუმის სახლი“ (1967), „წყალთა მეუფე“ (1970), „ჩანჩქერთა დილა“ (1973), „მთესველი“ (1976), მუშნი ლასურიას პოეზიის თემებია: სამშობლო, ბუნების მშვენიერება, სიყვარული… ლასურიას ლექსები გამოირჩევა ფორმათა მრავალფეროვნებით, პოეტის ლექსები თარგმნილია ქართულ, რუსულ და სხვა ენებზე.
მუშნი ლასურია ამავე დროს პოეტური თარგმანის ოსტატიცაა, დიდ მუშაობას ეწევა მსოფლიო პოეზიის აფხაზურ ენაზე სათარგმნელად; სხვადასხვა დროს თარგმნილი აქვს პუშკინის, ლერმონტოვის, ბაირონის ქმნილებები, აგრეთვე, გარდა „ვეფხისტყაოსნისა“, ქართული პოეზიის ნიმუშები: ირაკლი აბაშიძის „პალესტინა! პალესტინა!“, გიორგი ლეონიძის, შოთა ნიშნიანიძის ლექსები.
1981 წელს, „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურ ენაზე თარგმნისათვის, მუშნი ლასურიას შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.